Chipotle და Target-ი დასაქმების მსურველებს Tik-Tok-ის დახმარებით ეძებენ

Chipotle და Target-ი დასაქმების მსურველებს Tik-Tok-ის დახმარებით ეძებენ

ცნობილმა გასართობმა აპლიკაცია Tik-Tok-მა ახალი ფუნქცია შეიძინა. Chipotle, Target-ი, WWE და Shopify იმ კომპანიებს განეკუთვნებიან, რომლებიც აპლიკაციის საშუალებით ახალ თანამშრომლებს ეძებენ. ცოტა ხნის წინ Tik-Tok-მა საპილოტე ფუნქცია დაამატა, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, საკუთარი რეზიუმე ვიდეოს სახით ჩაწეროს.

რეკრუტირების ახალი პლატფორმა კომპანიებისათვის შრომით ბაზარზე არსებული კონკურენციის ფონზე კიდევ ერთი ახალი შესაძლებლობაა პოტენციურ დასაქმებულებთან დასაკავშირებლად.

რესტორნებისათვის, ბარებისა და სწრაფი კვების ობიექტებისათვის განსაკუთრებულ სირთულეს წარმოადგენს ახალი თანამშრომლების აყვანა მათ ჩასანაცვლებლად, ვინც პანდემიის დასაწყისში გაათავისუფლეს. სამუშაოს მაძიებელთა უმეტესობას ან არ სურს ძველ სამსახურში დაბრუნება, ან მათ კვალიფიკაცია შეიცვალეს და სრულიად სხვა ინდუსტრიაში საქმიანობენ.

Chipotle-ს CPO-ს, მარისა ანდრადას, განცხადებით, იმ დროისათვის, როდესაც კომპანიამ აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო, მათ Tik-Tok პროფილზე უკვე 1.6 მილიონი გამომწერი ჰყავდათ. მისივე განცხადებით, რესტორნების ქსელის თითქმის ყველა თანამშრომელი Z თაობის ან მილენიალთა წარმომადგენელია, შესაბამისად, პოტენციურ თანამშრომლებთან კომუნიკაციაც მათსავე ენაზე უნდა მოხდეს.

თანამშრომელთა დეფიციტს სარესტორნო ინდუსტრია განსაკუთრებით მას შემდეგ განიცდის, რაც კოვიდშეზღუდვები ნელ-ნელა მსუბუქდება. ამიტომ  კომპანიები მათ ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტსა და პლატფორმას იყენებენ ახალი თანამშრომლების ასაყვანად.

იმისდა მიუხედავად, რომ მარტიდან ივნისამდე ინდუსტრიამ დამატებით ნახევარი მილიონი სამუშაო ადგილი შექმნა, შეერთებული შტატების შრომის დეპარტამენტის ცნობით, უმუშევრობის მაჩვენებელი მაინც მაღალია და ივნისის მონაცემებით 10%-ს შეადგენს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *