საფონდო ბირჟაზე აქციათა ფასების მატების მიუხედავად ინვესტორები ფრთხილობენ

საფონდო ბირჟაზე აქციათა ფასების მატების მიუხედავად ინვესტორები ფრთხილობენ

ამერიკული საფონდო ბირჟების უმსხვილესი ერთეულების, The DOW-სა და S&P 500-ის, აქციათა ფასები 2021 წელს უკვე 15%-ით გაიზარდა. ორივე მათგანს ისტორიული რეკორდის დაფიქსირებამდე სულ რაღაც 1%-იანი ზრდა აშორებს. თუმცა პარასკევს საფონდო ბირჟაზე დაფიქსირებული წითელი ხაზების სიმრავლე იმაზე მიანიშნებს, რომ ინდივიდუალური ინვესტორები ბაზრის ამჟამინდელ მდგომარეობაზე ძალიან ღელავენ.

CNN-ის შიშისა და სიხარბის ინდექსი ბაზარზე განსაკუთრებული შიშის ნიშნებს აჩვენებს. ინდექსი ბაზრის მგრძნობელობას შვიდი სხვადასხვა ინდიკატორით ზომავს, რომელთაგან ოთხი ჩვეულებრივზე საგანგაშო ვითარებას ასახავს.

საინტერესო ტენდენცია შეინიშნება ინვესტორთა მხრიდანაც. ინდივიდუალური ინვესტორები სულ უფრო მეტად ყიდულობენ ისეთ აქციებს, რომელთა გაყიდვაც კონკრეტული, მათთვის სასურველი ფასით შეეძლებათ.

რასაკვირველია, ინვესტორთა შიშს თავისი მიზეზები აქვს. იმისდა მიუხედავად, რომ პანდემიის შეზღუდვების მოხსნის შემდეგ ეკონომიკა მნიშვნელოვნად გაჯანსაღდა, ვირუსის „დელტა“ ვარიანტი და არავაქცინირებული მოსახლეობის საკმაოდ დიდი რიცხვი ინვესტორებს იმის ფიქრის საშუალებას აძლევს, რომ მალე შეზღუდვები ისევ დაბრუნდება.

გარდა ამისა, სიფრთხილის კიდევ ერთი მიზეზი სამომხმარებლო ფასების ინდექსის ბოლოდროინდელი დრამატული ზრდაა. გასულ თვეში პროდუქციაზე ფასების ზრდამ ყოველთვიური მაჩვენებლის მიხედვით 2008 წლის შემდეგ რეკორდული მონაცემი დააფიქსირა. სამომხმარებლო ფასების ინდექსი კი პირდაპირ გავლენას ახდენს ინფლაციაზე.

ეკონომისტთა ნაწილს მიაჩნია, რომ ინდივიდუალურ ინვესტორთა სკეპტიკური დამოკიდებულება ჯანსაღი პროცესია.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *