CRRC საქართველოს ახალი კვლევით (Caucasus Barometer), ქვეყნის ევროკავშირში გაწევრების მომხრეთა პროცენტული წილი 71%-ია, რაც 8%-ით გაზრდილი მაჩვენებელია 2021 წელთან შედარებით.
ევროკავშირისგან განსხვავებით, 3%-ით შემცირდა ნატოში გაწევრების მხარდამჭერთა რაოდენობა და 57%-ს შეადგენს, ხოლო ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში გაწევრებას მხარს გამოკითხულთა მხოლოდ 7% უჭერს.
აღსანიშნავია ისიც, რომ გამოკითხვის მონაწილეთა 69% მთავარ მტრად რუსეთს, ხოლო 24% მთავარ მეგობრად ამერიკას მიიჩნევს.
ზოგადად, საერთაშორისო პოლიტიკით დაინტერესების მაჩვენებლები ასეთია:
- ძალიან აინტერესებს – 8%
- აინტერესებს – 25%
- ნაკლებად აინტერესებს – 39%
- საერთოდ არ აინტერესებს – 26%
- პასუხისგან თავს იკავებს – 2%
იკლებს რუსული ენის მცოდნეთა რიცხვი (81%) და იზრდება ინგლისურის მცოდნეთა რაოდენობა (46%).
სხვაგან ცხოვრების მიზნით ქვეყანას 45% დატოვებდა გარკვეული პერიოდით, 9% კი სამუდამოდ.
საბოლოო ჯამში, 75% ქვეყნის მომავლის მიმართ ოპტიმისტურადაა განწყობილი, 17%-ს მიაჩნია, რომ სიტუაცია არასდროს გამოსწორდება, ხოლო 8% პასუხისგან თავს იკავებს.
ცნობისთვის, CRRC საქართველოს 2024 წლის კვლევა 16 აპრილიდან 13 მაისამდე პერიოდში ჩატარდა და მასში მონაწილეობა 1,509 ადამიანმა მიიღო.