დეველოპერული კომპანია “ბლოქსი“ ქალაქ ზუგდიდში მულტიფუნქციური სავაჭრო ცენტრის მშენებლობას იწყებს

დეველოპერული კომპანია “ბლოქსი“ ქალაქ ზუგდიდში მულტიფუნქციური სავაჭრო ცენტრის მშენებლობას იწყებს

როგორც კომპანია ბლოქს-ში აღნიშნავენ, ეს იქნება რეგიონში პირველი ევროპული სტანდარტის  სავაჭრო ცენტრი, სადაც მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ ერთ სივრცეში მიიღონ ყველა საჭირო მომსახურება.

სავაჭრო ცენტრის მშენებლობა მიმდინარე თვეს დაიწყება და 2021 წლის ბოლოს დასრულდება. პროექტის ჯამური ინვესტიცია 24,7 მლნ ლარს შეადგენს. მულტიფუნქციური სავაჭრო ცენტრის საერთო ფართი, 15 000 კვადრატულ მეტრს მოიცავს და მასში ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება, რაც ხელს შეუწყობს რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას.

კომპანია “ბლოქსი”-ს მენეჯმენტის განმარტებით:

“სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მსგავსი სავაჭრო ცენტრი არ არის. იგი რეგიონში პირველი თანამედროვე ტიპის სავაჭრო ცენტრი იქნება, სადაც სხვადასხვა პროდუქციის სრული ასორტიმენტი იქნება წარმოდგენილი: საკვები ობიექტები, ტანსაცმლისა და აქსესუარების მაღაზიები, საყოფაცხოვრებო და სურსათის მაღაზიები. აღნიშნულ სივრცეში მომხმარებლები ყველანირი მომსახურების მიღებას შეძლებენ. სავაჭრო ცენტრში იფუნქციონირებს ყველა ის ბრენდი, რომელთა მოთხოვნაც ყველაზე დიდია ადგილობრივ ბაზარზე. მოლაპარაკებებს საერთაშორისო კომპანია “კუშმანი” აწარმოებს ისეთ ქსელებთან, როგორიცაა “კარფური“, “ვაიკიკი“, “მინისო“ და ასე შემდეგ.

აღნიშნული პროექტის სახით სამეგრელო-ზემო-სვანეთის რეგიონი შეიძენს მომხმარებელზე მორგებულ, კომფორტულ, ევროპული სტანდარტებით აღჭურვილ სივრცეს,  რომელიც ხელს შეუწყობს რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას.

 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *