დიდი ბრიტანეთის ახალი კანონი ევროკავშირის დახმარების ნორმებს ჩაანაცვლებს

დიდი ბრიტანეთის ახალი კანონი ევროკავშირის დახმარების ნორმებს ჩაანაცვლებს

დიდი ბრიტანეთის ახალი კანონმდებლობა სუბსიდირების კონტროლის შესახებ ევროკავშირის დახმარების ნორმებს ჩაანაცვლებს. დიდი ბრიტანეთის ბიზნესის სახელწიფო მდივნის, კვასი კვარტენგის განცხადებით, აღნიშნული კანონმდებლობა უფრო მეტ თავისუფლებას მისცემს მთავრობას ქვეყნის მასშტაბით ბიზნესის განვითარების ხელშეწყობისთვის.

შეგახსენებთ, რომ აქამდე არსებული მდგომარეობით, ევროკავშირის წესები ზღუდავდა ევროკომისიის თანხმობის გარეშე წევრი სახელწიფოების მიერ სახელმწიფო დახმარებების გაცემას. ბრიტანეთის მიერ სუბსიდირების ახალი კანონმდებლობის შემოღება პოსტბრექსიტული პერიოდის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნაწილად შეიძლება ჩაითვალოს.

დიდი ბრიტანეთის ბიზნესის სახელმწიფო მდივნის განცხადებით, ახალი კანონმდებლობა შესაძლებლობას მისცემს ბრიტანეთს, გახდეს დამოუკიდებელი სავაჭრო ქვეყანა, შექმნას დამატებითი სამუშაო ადგილები და ახალი ბიზნესის დანერგვისა და განვითარებისთვის უფრო სასურველ რეგიონად იქცეს.

აღსანიშნავია, რომ ისტორიულად დიდი ბრიტანეთის მიერ კერძო ბიზნესისთვის გაცემული დახმარებების ოდენობა გაცილებით უფრო ნაკლებია, ვიდრე მსგავსი ტიპის ხელშეწყობის პროგრამა საფრანგეთისა და გერმანიის შემთხვევაში. შესაბამისად, მთავრობის წარმომადგენლების განცხადებით, სახელმწიფო დახმარებების მკვეთრი ზრდის მოლოდინი არ უნდა არსებობდეს, რადგან სახელწიფოს მიერ კერძო ბიზნესის დახმარება მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში უნდა მოხდეს, თუმცა სწორად გათვლილი მიდგომა შესაძლოა ქვეყნის წამყვანი დარგებისთვის ფასდაუდებელი აღმოჩნდეს.