EBRD TFP-მა საქართველოში საუკეთესო პარტნიორ ბანკად „თიბისი“ დაასახელა

EBRD TFP-მა საქართველოში საუკეთესო პარტნიორ ბანკად „თიბისი“ დაასახელა

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ვაჭრობის ფინანსირების პროგრამამ EBRD-ის ბენეფიციარ ქვეყნებში საუკეთესო პარტნიორი საფინანსო ინსტიტუტები დაასახელა.

საქართველოში EBRD-ის საუკეთესო პარტნიორად ვაჭრობის ფინანსირების მიმართულებით თიბისი ბანკიდასახელდა.

დაჯილდოების ცერემონიალი ვირტუალურად EBRD-ის 30-ე ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში შედგა. EBRD-ი აღიარებს ვაჭრობის ფინანსირებაში პარტნიორი ბანკების როლს და მიღწევებს.

„ვიცი, რამდენად რთული იყო თითოეული მათგანისთვის მუშაობა პანდემიისგან მოყენებული დარტყმების შემდეგ. ვიცი, რომ ჩვენ ამ კრიზისსაც გადავლახავთ“, – განაცხადა EBRD-ის პრეზიდენტმა ოდილ რენო-ბასომ.

ცნობისთვის, EBRD-ის ვაჭრობის ფინანსირების პროგრამამ სომხეთში საუკეთესო პარტნიორ ბანკად Armswissbank CJSC-ი დაასახელა, თურქეთში – Alternatifbank A.Ş-ი, ხოლო უკრაინაში – JSB Ukrgasbank-ი. სრული სია შეგიძლიათ იხილოთ აქ.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *