დისტანციურად მუშაობისთვის საუკეთესო 10 ქალაქი

დისტანციურად მუშაობისთვის საუკეთესო 10 ქალაქი

საცხოვრებელი ბინების ონლაინპლატფორმა Nestpick-მა დისტანციურად მუშაობისთვის საუკეთესო ქალაქების სია გამოაქვეყნა.

რეიტინგის სათავეში ავსტრალიის ქალაქი მელბურნი აღმოჩნდა. მელბურნმა განსაკუთრებით მაღალი შეფასებები დაიმსახურა საცხოვრებელი პირობებისა და დისტანციური მუშაობისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის კატეგორიებში.

ტოპ-10 ქალაქი დისტანციურად მუშაობისთვის:

  1. მელბურნი, ავსტრალია
  2. დუბაი, არაბთა გაერთიანებული საამიროები
  3. სიდნეი, ავსტრალია
  4. ტალინი, ესტონეთი
  5. ლონდონი, გაერთიანებული სამეფო
  6. ტოკიო, იაპონია
  7. სინგაპური
  8. გლაზგო, გაერთიანებული სამეფო
  9. მონრეალი, კანადა
  10. ბერლინი, გერმანია

ქალაქების შერჩევა სამი კრიტერიუმით მოხდა: 1. ხარჯები და ინფრასტრუქტურა, 2. კანონმდებლობა და თავისუფლებები, 3. საცხოვრებელი პირობები (უსაფრთხოება, ჯანდაცვა, კულტურა და გასართობი აქტივობები). ასევე შეფასების დროს გაითვალისწინეს COVID-19-ის მონაცემები: ვაქცინაციის ტემპები და ინფიცირებულთა რაოდენობა.

საინტერესოა, რომ შერჩეული ქალაქებიდან ზოგიერთი (მელბურნი, სიდნეი, ტალინი, დუბაი) უცხო ქვეყნების მოქალაქეებს სპეციალურ „ციფრულად მომუშავეების“ ვიზასაც კი სთავაზობს. ეს დოკუმენტი თვითდასაქმებულ ან უცხო ქვეყნებში დასაქმებულ მოქალაქეებს ქვეყანაში ცხოვრებისა და დისტანციურად მუშაობის კანონიერ უფლებას აძლევს.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს საქართველოში დისტანციურად მუშაობის მსურველი უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის პლატფორმა „იმუშავე საქართველოდან“ ამოქმედდა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *