Didi - ჩინეთის სატრანსპორტო-ტექნოლოგიური კომპანია App store-ზე აიკრძალა

Didi - ჩინეთის სატრანსპორტო-ტექნოლოგიური კომპანია App store-ზე აიკრძალა

ჩინეთის სატრანსპორტო-ტექნოლოგიური კომპანია – Didi Chuxing-ი ისევ სკანდალში გაეხვა. შაბათს, მას შემდეგ, რაც Didi-ს მომხმარებლები კიბერუსაფრთოხების რისკის წინაშე აღმოჩნდნენ, ჩინეთის კიბერსფეისის აპლიკაციამ სატრანსპორტო-ტექნოლოგიური კომპანია App store-ზე აკრძალა.  განცხადების თანახმად, კომპანიას დარღვეული აქვს ჩინეთის რესპუბლიკის რეგულატორის რამდენიმე კანონი, მათ შორის მომხმარებლების პერსონალური ინფორმაციის არალეგალურად შეგროვებისა და გამოყენების შესახებ. შესაბამისად, კომპანიას მოუწოდებენ, უზრუნველყოს მომხმარებლის უსაფრთხოება და შესაბამისობა სახელმწიფოს კანონმდებლობასთან.

შეგახსენებთ, რომ Didi-ს წინააღმდეგ გამოძიება ჩინეთის კიბერსფეისის ადმინისტრაციამ მას შემდეგ დაიწყო, რაც კომპანიამ აქციები ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე წარადგინა. კიბერსფეისის ადმინისტრაციის მიერ საქმე აღძრულია ნაციონალური უსაფრთხოებისა და მომხმარებლის ინტერესების დაცვის თაობაზე. აღსანიშნავია, რომ კვირაზე ნაკლებ დროში, სატრანსპორტო-ტექნოლოგიურმა კომპანიამ მოახერხა 4 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის მოგების მიღება და, ამასთან ერთად, გახდა ჩინეთის პირველი კომპანია, რომელსაც ყველაზე დიდი სააქციო შეთავაზება ჰქონდა 2014 წელს Alibaba-ს  შემდეგ.

თავის მხრივ, ჩინეთის სატრანსპორტო-ტექნოლოგიური კომპანია, რომელსაც ამჟამად მხოლოდ ჩინეთის ბაზარზე 377 მილიონი აქტიური მომხმარებელი ჰყავს, აცხადებს, რომ ყველა ინფორმაცია, როგორც მომხმარებლის, ასევე მათი მარშრუტის შესახებ ქვეყნის სერვერებზე ინახება და, შესაბამისად, შეუძლებელია, მონაცემებს ამერიკის შეერთებულ შტატებში გაეჟონა.  შესაბამისად, აპირებს, საქმე აღძრას სოციალური მედიის ყველა მომხმარებლის წინააღმდეგ, რომელთა მტკიცებითაც, კომპანიის ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე შესვლის შემდგომ ტრანსფერები განხორციელდა.

სკანდალის შემდგომ,  Didi-ს აეკრძალა ახალი მომხმარებლების რეგისტრაცია, რის გამოც მისი აქციების ფასი საგრძნობლად დაეცა. ამჟამად ჩინეთის სატრანსპორტო-ტექნოლოგიური კომპანიის აპლიკაციას პირველი კვარტალის მონაცემებით, ჰყავს 156 მილიონი მომხმარებელი და შედეგად, ამ პერიოდში საგრძნობლად აღემატება Uber-ის აპლიკაციის მომხმარებლების ოდენობას. შეგახსენებთ, რომ Didi, ჩინეთის გარდა, დამატებით 15 საერთაშორისო ბაზარზე მოღვაწეობს და ყოველწლიურად 493 მილიონ აქტიურ მომხმარებელს ემსახურება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *