Domino's პიცის მიწოდებისთვის ავტორობოტებს ცდის

Domino's პიცის მიწოდებისთვის ავტორობოტებს ცდის

Domino’s-ი რობოტი მანქანების სერვისს მიწოდების სფეროში ტექნოლოგიური ინდუსტრიის განსავითარებლად რთავს. 2019 წელს Domino’s-მა რობოტების მწარმოებელ კომპანია Nuro-სთან  ხელშეკრულება გააფორმა. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს აშშ-ის ტრანსპორტირების დეპარტამენტმა Nuro-ს რობოტი მანქანა თავისუფალ გზაზე მოძრაობისთვის დაამტკიცა.

შეგახსენებთ, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც Domino’s-ი პიცის მიწოდებისთვის რობოტებს იყენებს. პირველად, 2013 წელს, Domino’s–მა ბრიტანეთში მიწოდებისთვის დრონი გამოიყენა, ხოლო 2017 წელს თვითმართვად Ford Fusion-ს შემთხვევით მომხმარებელთან შეეძლო პიცის მიტანა.

როგორ იმუშავებს ავტორობოტი? ჰიუსტონში მცხოვრებ მომხმარებლებს პიცის გამოძახება და მოკლე ტექსტური შეტყობინებით რობოტის ადგილმდებარეობის გაკონტროლება შეეძლებათ. ასევე, მომხმარებელს შეკვეთისას მიეწოდება ციფრული კოდი, რომელსაც ავტორობოტის დანიშნულების ადგილზე მისვლისას გამოიყენებს:  რობოტის სენსორულ ეკრანზე შეიყვანს კოდს, რის შემდეგაც რობოტის კარი გაიხსნება და მომხმარებელისაკუთარ შეკვეთას მიიღებს.

Domino’s-ის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, ტექნოლოგიური მიწოდების სფეროში კომპანიას ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვს გასაკეთებელი, თუმცა ავტორობოტების სერვისი საშუალებას აძლევს მათ, უკეთ გაიგონ, თუ როგორი  რეაქცია ექნებათ მომხმარებლებს პიცის რობოტებით მიწოდებისას. ამავდროულად, მნიშვნელოვანია, როგორ იმოქმედებს ავტორობოტები კომპანიის მუშაობის ხარისხზეც.