დუბაიში საზაფხულო შოპინგ-ფესტივალი ცხელ-ცხელი ფასდაკლებებით ბრუნდება.
სიურპრიზებით სავსე ფესტივალი – Dubai Summer Surprises (DSS) წელს უკვე 27-ეჯერ აიღებს სტარტს და 28 ივნისიდან 1 სექტემბრამდე გაგრძელდება.
მეგაფესტივალის ფარგლებში, მთელი ქალაქის მაღაზიებში უახლეს კოლექციებზე ფასები მცირდება. გრანდიოზულ ფასდაკლებები ყველაფერზე ვრცელდება: სამოსზე, ავეჯზე, ტექნიკაზე, აქსესუარებზე… სპეციალური შეთავაზებები და ვაუჩერები არა მხოლოდ მაღაზიებზე, არამედ სასტუმროებზე, კულტურულ ღონისძიებებსა და ღირსშესანიშნაობების ბილეთებზეც ვრცელდება.
მრავალფეროვანი გასართობ-შემეცნებითი ღონისძიებები და საოჯახო შოუები ყოველწლიური ფესტივალის სავიზიტო ბარათია. ფესტივალის 65 დღის განმავლობაში უამრავი პრიზი გათამაშდება და ყველა მონაწილეს მიეცემა შანსი დასაჩუქრდეს.
აღსანიშნავია, რომ საზაფხულო პროგრამის – „ბავშვებისთვის უფასოა“ (Kids Go Free) ფარგლებში, დუბაის უამრავი სასტუმრო სპეციალურ ოჯახურ დასვენებას, მათ შორის სასტუმროში განთავსებას, კვებასა და გართობას უფასოდ სთავაზობს 12 წლამდე ასაკის ბავშვებს. აქციაში მონაწილეობენ სასტუმროები: NH Collection Dubai, The Palm, Paramount Hotel Dubai, Rove Dubai Marina, Address Downtown, Kempinski Hotel Mall of the Emirates და სხვ.
„დუბაის საზაფხულო სიურპრიზების“ ფესტივალის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე. S