ძველი თბილისის ისტორია ცოცხლდება - NEXT დედაქალაქშია

ძველი თბილისის ისტორია ცოცხლდება - NEXT დედაქალაქშია

საერთაშორისო დეველოპერული კომპანია NEXT, რომელიც ინოვაციური პროექტებით სამ კონტინენტზე ქმნის მაღალ საცხოვრებელ და საინვესტიციო სტანდარტებს,  უკვე დედაქალაქის ისტორიულ ცენტრში წარადგენს პირველ საცხოვრებელ კომპლექსს – Tbilisi Downtown-ს, რაც არქიტექტურულ და საინვესტიციო გარემოში მნიშვნელოვანი ეტაპის დასაწყისს წარმოადგენს.

პროექტი მდებარეობს ავლაბარში, თბილისის ერთ-ერთ უძველეს უბანში, სადაც მულტიკულტურული მემკვიდრეობა და ძველი ქალაქის შთამბეჭდავი ატმოსფერო დღემდე შენარჩუნებულია. ავლაბარი მუდამ ქალაქის ღერძს წარმოადგენდა, სადაც საუკუნეების განმავლობაში თბილისის ისტორია ყალიბდებოდა და ტურისტული მიზიდულობის მთავარ ცენტრი გახლდათ ოდითგანვე.

Tbilisi Downtown-ში გაერთიანებულია ძველი თბილისის ესთეტიკა და თანამედროვე არქიტექტურული დიზაინი. მისი მიზანია შეინარჩუნოს ქალაქის ისტორიული ხიბლი, თუმცა ამავდროულად უზრუნველყოს თანამედროვე, მაღალი კლასის  საცხოვრებელი გარემო.

კომპლექსი მოიცავს ფართომასშტაბიან ინფრასტრუქტურას და მრავალფეროვან სერვისებს – ზუსტად ისე, როგორც ხუთვარსკვლავიან სასტუმროში.

  • დახურულ აუზს
  • სავარჯიშო დარბაზი
  • ბიზნეს ლაუნჯს
  • ბიბლიოთეკას
  • საბავშვო ზონას
  • გამწვანებულ რეკრეაციულ სივრცეებს
  • 24/7 კონსიერჟის მომსახურება
  • ვალეტ პარკინგი
  • რუმ სერვისი და სხვა

კომპლექსი წარმოადგენს არა მხოლოდ პრემიალური კლასის საცხოვრებელს, არამედ მაღალი საინვესტიციო პოტენციალის მქონე შესაძლებლობას, რაც გამოიხატება გამორჩეული ადგილმდებარეობით, არქიტექტურით და მრავალფეროვანი სერვისებით, რაც მას მიმზიდველ პროექტად აქცევს როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ინვესტორებისთვის.

Tbilisi Downtown გთავაზობთ ექსკლუზიურ შესაძლებლობას გახდეთ ახალი თბილისური ისტორიის თანამონაწილე. პროექტის მშენებლობა 2027 წელს დასრულდება, ხოლო აპარტამენტების კვადრატული მეტრის ღირებულება წინასწარი გაყიდვების პერიოდში 2,000 დოლარიდან იწყება.

www.nextgroup.ge

S