ეკონომიკური კალენდარი: რას უნდა ველოდოთ მიმდინარე კვირას?

ეკონომიკური კალენდარი: რას უნდა ველოდოთ მიმდინარე კვირას?

მიმდინარე კვირას მსოფლიო მასშტაბით განსაკუთრებით მნიშვნელოვან ეკონომიკურ მოვლენას არ ელოდებიან. ქვეყნების უმრავლესობის ყურადღება კვლავ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესს და პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქებას დაეთმობა. კერძოდ, რამდენიმე ქვეყანამ ტურისტებისთვის საზღვრების გახსნა და კოვიდ-რეგულაციების ნაწილის გაუქმება გადაწყვიტა. მათ შორის არის საბერძნეთიც, რომლის ეკონომიკა მეტწილად სწორედ ტურიზმის სექტორზეა დამოკიდებული.

პარალელურად, ევროპის ცენტრალური ბანკი ფინანსური სტაბილურობის მიმოხილვას გამოაქვეყნებს, რომელსაც, როგორც წესი, წელიწადში ორჯერ ამზადებს. მიმოხილვაში განხილული იქნება ევროზონაში არსებული ფინანსური სტაბილურობის პოტენციური რისკები.

გარდა ამისა, ევროკავშირი და იაპონია პირველი კვარტალის მშპ-ის მონაცემებს გამოაქვეყნებენ. დიდ ბრიტანეთში კი უმუშევრობის მარტის მაჩვენებლები და აპრილის რიტეილ-გაყიდვები გახდება ცნობილი.

ამასთან, იაპონიაში აპრილის სავაჭრო ბალანსი გასაჯაროვდება. ხოლო რუსეთში – ცენტრალური ბანკის რეზერვების მოცულობა აშშ დოლარში.

რაც შეეხება საქართველოს, მიმდინარე კვირა საკმაოდ დატვირთული იქნება, 17 მაისის კვირაში შემდეგ სტატისტიკურ მონაცემებს უნდა ველოდოთ:

  • 17 მაისი – მეცხოველეობის მაჩვენებლები, 2021 წლის I კვარტალი (წინასწარი)
  • 18 მაისი – სამუშაო ძალის (მოსახლეობის ეკონომიკური აქტივობის) მაჩვენებლები (დასაქმება და უმუშევრობა) (2020 წელი)
  • 18 მაისი – სამაცივრე, სასაკლაო მეურნეობებისა და ელევატორების გამოკვლევის შედეგები (2021 წლის I კვარტალი)
  • 19 მაისი – საგარეო ვაჭრობა (2021 წლის აპრილი)
  • 19 მაისი – ადგილობრივი ექსპორტი (2021 წლის აპრილი)
  • 20 მაისი – სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი (2021 წლის აპრილი)
  • 20 მაისი – მწარმოებელთა ფასების ინდექსი სატრანსპორტო და სასაწყობო მომსახურებაზე (2021 წლის აპრილი)
  • 20 მაისი – მშენებლობისთვის შეძენილი მასალების ფასების ინდექსი (2021 წლის აპრილი)
  • 20 მაისი – ექსპორტის ფასების ინდექსი (2021 წლის აპრილი)
  • 20 მაისი – იმპორტის ფასების ინდექსი (2021 წლის აპრილი)
  • 20 მაისი – ადგილობრივი ბაზრისთვის წარმოებული სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი (2021 წლის აპრილი)
  • 20 მაისი – სატელეკომუნიკაციო მომსახურების მწარმოებელთა ფასების ინდექსი (2021 წლის აპრილი)
  • 20 მაისი – ადგილობრივ ბაზარზე მიწოდების მწარმოებელთა ფასების ინდექსი (2021 წლის აპრილი)
  • 20 მაისი – მწარმოებელთა ფასების ინდექსი დროებითი განთავსების საშუალებებით და საკვების უზრუნველყოფით მომსახურებაზე (2021 წლის აპრილი)
  • 20 მაისი – სამუშაო ძალის (მოსახლეობის ეკონომიკური აქტივობის) მაჩვენებლები (დასაქმება და უმუშევრობა) (2021 წლის I კვარტალი)
დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *