ეკონომიკური კალენდარი: რას უნდა ველოდოთ მიმდინარე კვირას?

ეკონომიკური კალენდარი: რას უნდა ველოდოთ მიმდინარე კვირას?

მიმდინარე კვირა მსოფლიო ეკონომიკურ კალენდარში ნაკლებად დატვირთული იქნება, თუმცა წამყვანი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში რამდენიმე მნიშვნელოვანი მონაცემის გამოქვეყნებას ელოდებიან. მათ შორის აგვისტოს თვის ექსპორტ-იმპორტისა და სავაჭრო ბალანსის შესახებ მონაცემებს გამოაქვეყნებს აშშ, ასევე კანადაც. გარდა ამისა, ორივე ქვეყანა სექტემბრის თვის უმუშევრობის მაჩვენებლებს გაასაჯაროებს.

ევროკავშირში კი აგვისტოს რიტეილ-გაყიდვების საერთო მაჩვენებლებს გამოაქვეყნებენ. ამასთან მოსალოდნელია ევროჯგუფის შეხვედრაც. ევროპის ცენტრალური ბანკი მონეტარული პოლიტიკის შეხვედრის ანგარიშს წარუდგენს საზოგადოებას, ხოლო დიდი ბრიტანეთის ეროვნული ბანკისგან 4 ოქტომბრის კვირაში კვარტალურ მიმოხილვას უნდა ველოდოთ. გარდა ამისა, საინტერესო იქნება გერმანიასა და ესპანეთში ინდუსტრიული წარმოების ბოლო მონაცემები და საფრანგეთში ექსპორტ-იმპორტის აგვისტოს მონაცემები.

პარალელურად, შვეიცარიაში სექტემბრის უმუშევრობის მაჩვენებლებს გამოაქვეყნებენ. რუსეთში კი აშშ დოლარში ცენტრალური ბანკის რეზერვების მოცულობა გასაჯაროვდება.

რაც შეეხება საქართველოს, არჩევნების ციებ-ცხელებისა და წინასწარი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, რამდენიმე მნიშვნელოვანი მონაცემის გასაჯაროებას უნდა ველოდოთ. მაგალითად, დღეს გამოქვეყნდება სამომხმარებლო ფასების ინდექსი (2021 წლის სექტემბერი), ასევე ყოველთვიური ენერგეტიკული სტატისტიკის მაჩვენებლები (2021 წლის ივლისი). გარდა ამისა, 8 ოქტომბერს დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 2020 წლის მაჩვენებლებს გამოაქვეყნებენ.

საინტერესო იქნება ლარის კურსის ცვლილებაც, რომელიც წინასაარჩევნო დღეებში დოლართან მიმართებით მცირედით გაუფასურდა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *