ერაყი საუდის არაბეთთან რამდენიმე მილიარდის ღირებულების ენერგეტიკული კონტრაქტის დადებას გეგმავს

ერაყი საუდის არაბეთთან რამდენიმე მილიარდის ღირებულების ენერგეტიკული კონტრაქტის დადებას გეგმავს

ერაყის სახელმწიფო საინფორმაციო საშუალება, გაზეთი Al-Sabaah  ერაყის ნავთობის მინისტრის, იჰსან აბდულ ჯაბარზე დაყრდნობით იუწყება, რომ ერაყის მთავრობა საუდის არაბეთთან რამდენიმე მილიარდის ღირებულების ენერგეტიკული კონტრაქტის დადებას გეგმავს.

ოფიციალური ბაღდადი პარტნიორობას Saudi Aramco-სთან განიხილავს. მათი განცხადებით, ისინი ერაყის დასავლეთ უდაბნოში ბუნებრივი აირის საბადოების გამოკვლევასა და განვითარებას გეგმავენ.

ერაყის მთავრობა მოლაპარაკებებს ასევე საუდის არაბეთის Acwa Power-თანაც აწარმოებს, რათა ააშენოს წყლის გამწმენდი სადგურები და მზის ენერგიის სადგურები ერაყში – აღნიშნულია Al-Sabaah–ს მიერ გასაჯაროებულ ინფორმაციაში.

აღსანიშნავია, რომ ორი ქვეყანა ერთობლივი ნავთობქიმიური პროექტების დაწყების პერსპექტივასაც განიხილავს.

შეგახსენებთ, რომ Saudi Aramco  მსოფლიოს ყველაზე დიდი ნავთობის მწარმოებელია, რომლის შემოსავალი მიმდინარე წლის მესამე კვარტალში 158%–ით გაიზარდა და $30.4 მილიარდი შეადგინა.

 

ფოტო: REUTERS/Essam al-Sudani