„ერთგული“ მომხმარებელს საახალწლო აქციებს სთავაზობს

„ერთგული“ მომხმარებელს საახალწლო აქციებს სთავაზობს

თიბისის ლოიალობის პროგრამა „ერთგული“ ზუსტად 1 თვის წინ განახლდა და მომხმარებლები უკვე თიბისის ნებისმიერი ბარათით გადახდისას აგროვებენ „ერთგულ“ ქულებს.

ქულები გროვდება ყველგან, სადაც თიბისის პოს ტერმინალია, ხოლო თიბისის 300-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში მომხმარებლები, ყოველ გადახდაზე, უფრო მეტ ქულას აგროვებენ.

წინასაახალწლოდ მომხმარებლები გულმოდგინედ არჩევენ ოჯახისა და საყვარელი ადამიანებისთვის საჩუქრებს, რაც „ერთგულმაც“ გაითვალისწინა და მათ მოლოდინებს სპეციალური საახალწლო შეთავაზებებით უპასუხა.

9 ტოპ შეთავაზება მომხმარებელს სოციალურ მედიაში, ერთგულის ფეისბუქ და ინსტაგრამ გვერდზე დახვდება. შეთავაზებები ვრცელდება, როგორც სადებეტო, ისე – საკრედიტო ბარათებზე. აღნიშნული შეთავაზებებით შესაძლებელია მეტი „ერთგული“ ქულის დაგროვება საყვარელ ობიექტებში შოპინგისას, ან ქულების დახარჯვა სპეციალური ფასდაკლებით.

საახალწლო შეთავაზებების პარალელურად, ციფრულ ბანკში მომხმარებლებს „ერთგულის“ თამაში – გულების მარათონი ელოდება. თამაშში მონაწილეებს განხორციელებული ტრანზაქციების სანაცვლოდ, „ერთგული“ 10-დან 1000-მდე ერთგული ქულის და 4 მთავარი ფულადი პრიზის — 20 000 ლარის მოპოვება შეუძლიათ.