მსოფლიოს ყველაზე ხანგრძლივი პირდაპირი ფრენები

მსოფლიოს ყველაზე ხანგრძლივი პირდაპირი ფრენები

პირდაპირი ფრენების დამსახურებით, შორეულ ადგილებში მოგზაურობა დღეს იმაზე მარტივია, ვიდრე ოდესმე. პირდაპირი ფრენები მგზავრებს შეფერხებებისა და თვითმფრინავის შეცვლის გარეშე დიდ მანძილზე გადაადგილების საშუალებას აძლევს. დღეს ყველაზე გრძელი პირდაპირი მარშრუტი Singapore Airlines-ის მიერ სინგაპურიდან ნიუ-იორკის მიმართულებით სრულდება – ავიახაზები მომხმარებელს 15,348 კილომეტრზე, 18 საათისა და 50 წუთის განმავლობაში ემსახურება.

თუმცა Singapore Airlines-ს ყველაზე ხანგრძლივი პირდაპირი ფრენის მქონე ავიახაზების ტიტული შესაძლოა მალე ჩამოერთვას. Qantas-მა 2025 წლიდან ლონდონისა და ნიუ-იორკის მიმართულებით ფრენების დამატება დააანონსა. Qantas-ის გათვლებით, სიდნეიდან ნიუ-იორკის მიმართულებით პირდაპირი ფრენა შესაძლოს დაახლოებით 20 საათს გაგრძელდეს.

საინტერესოა, რომ მგზავრებისთვის მრავალსაათიანი პირდაპირი ფრენების უარყოფითი გავლენის შესამსუბუქებლად, Qantas-ი ძილის ფსიქოლოგებთან რვა წლის განმავლობაში მუშაობდა. როგორც აღმოჩნდა, კვების სერვისით შედარებით გვიან მომსახურება და კაბინის განათებით მგზავრების სიფხიზლის პერიოდის შენარჩუნება, დანიშნულების ადგილზე ჩასვლისთვის, მარშრუტის ხანგრძლივობის გავლენასთან ბრძოლას უწყობს ხელს.

2025 წლის ბოლოდან Qantas-ი მსოფლიოში ყველაზე გრძელ საჰაერო მარშრუტზე ფრენებს Airbus A350-1000-ის საშუალებით შეასრულებს. თვითმფრინავი 238 მგზავრს იტევს – ბევრად ნაკლებს, ვიდრე სტანდარტული ვერსია, სადაც 350 მგზავრი თავსდება. გარდა ამისა, თვითმფრინავის ზომისა და წონის გათვალისწინებით, ავიახაზებმა ბორტზე მყოფი ადამიანების რაოდენობაც შეამცირა.

თუმცა, სანამ Qantas-ი ახალ მიმართულებებზე ფრენას დაიწყებს, მსოფლიოს ყველაზე შორმანძილიანი პირდაპირი ფრენების ტოპ-10 შემდეგნაირია:

  1. სინგაპური (ჩანგის აეროპორტი) – ნიუ-იორკი (ჯონ კენედის საერთაშორისო აეროპორტი)

ავიაკომპანია: Singapore Airlines

ხანგრძლივობა: 18 საათი და 50 წუთი

თვითმფრინავის ტიპი: Airbus A350-900ULR (ულტრაგრძელი დიაპაზონი)

სერვისები, კლასი: ეკონომკლასი (92 ადგილი), პრემიუმ-ეკონომკლასი (94 ადგილი), ბიზნესკლასი (67 ადგილი)

  1. სინგაპური (ჩანგის აეროპორტი) – ნიუარკი (ნიუარკის საერთაშორისო აეროპორტი)

ავიაკომპანია: Singapore Airlines

ხანგრძლივობა: 18 საათი და 45 წუთი

თვითმფრინავის ტიპი: Airbus A350-900ULR (ულტრაგრძელი დიაპაზონი)

სერვისები, კლასი: ეკონომკლასი (92 ადგილი), პრემიუმ-ეკონომკლასი (94 ადგილი), ბიზნესკლასი (67 ადგილი)

  1. დარვინი (დარვინის საერთაშორისო აეროპორტი) – ლონდონი (ლონდონის ჰითროუს აეროპორტი)

ავიაკომპანია: Qantas

ხანგრძლივობა: 17 საათი და 55 წუთი

თვითმფრინავის ტიპი: Boeing 787-9

სერვისები, კლასი: ეკონომკლასი (166 ადგილი), პრემიუმ-ეკონომკლასი (28 ადგილი), ბიზნესკლასი (42 ადგილი)

  1. სინგაპური (ჩანგის აეროპორტი) – ლოს-ანჯელესი (ლოს-ანჯელესის საერთაშორისო აეროპორტი)

ავიაკომპანია: Singapore Airline

ხანგრძლივობა: 17 საათი და 50 წუთი

თვითმფრინავის ტიპი: Airbus A350-900ULR (ულტრაგრძელი დიაპაზონი)

სერვისები, კლასი: ეკონომკლასი (92 ადგილი), პრემიუმ-ეკონომკლასი 94 ადგილი), ბიზნესკლასი (67 ადგილი)

  1. ოკლენდი (ოკლენდის აეროპორტი) – ნიუ-იორკი (ჯონ კენედის საერთაშორისო აეროპორტი)

ავიაკომპანია: Air New Zealand

ხანგრძლივობა: 17 საათი და 50 წუთი

თვითმფრინავის ტიპი: Boeing 787-9

სერვისები, კლასი: ეკონომკლასი (263 ადგილი), პრემიუმ-ეკონომკლასი (21 ადგილი), ბიზნესკლასი (18 ადგილი)

  1. ბანგალურუ (ბანგალურუს აეროპორტი) – სან-ფრანცისკო (სან-ფრანცისკოს საერთაშორისო აეროპორტი)

ავიაკომპანია: Air India

ხანგრძლივობა: 17 საათი და 40 წუთი

თვითმფრინავის ტიპი: Boeing 777-200LR (გრძელი დიაპაზონის)

სერვისები, კლასი: ეკონომკლასი (195 ადგილი), ბიზნესკლასი (35 ადგილი), მდიდრული პირველი კლასის კაბინა (8 ადგილი)

  1. ჰიუსტონი (ჰიუსტონის ინტერკონტინენტალური აეროპორტი)- სიდნეი (სიდნეის აეროპორტი)

ავიაკომპანია: United Airlines

ხანგრძლივობა: 17 საათი და 35 წუთი

თვითმფრინავის ტიპი: Boeing 787-9

სერვისები, კლასი: ეკონომკლასი (149 ადგილი), ეკონომ-პლიუსი (39 ადგილი), United Polaris ბიზნესკლასი (48 ადგილი)

  1. მელბურნი (მელბურნის აეროპორტი) – დალასი (დალასის საერთაშორისო აეროპორტი)

ავიაკომპანია: Qantas

ხანგრძლივობა: 17 საათი და 35 წუთი

თვითმფრინავის ტიპი: Boeing 787-9

სერვისები, კლასი: ეკონომკლასი (166 ადგილი), პრემიუმ-ეკონომკლასი (28 ადგილი), ბიზნესკლასი (42 ადგილი)

  1. პერტი (პერტის აეროპორტი) – ლონდონი (ლონდონის ჰითროუს აეროპორტი)

ავიაკომპანია: Qantas

ხანგრძლივობა: 17 საათი და 15 წუთი

თვითმფრინავის ტიპი: Boeing 787-9

სერვისები, კლასი: ეკონომკლასი (166 ადგილი), პრემიუმ-ეკონომკლასი (28 ადგილი), ბიზნესკლასი (42 ადგილი)

  1. დუბაი (დარვინის საერთაშორისო აეროპორტი) – ოკლენდი (ლონდონის ჰითროუს აეროპორტი)

ავიაკომპანია: Emirates

ხანგრძლივობა: 17 საათი და 10 წუთი

თვითმფრინავის ტიპი: Boeing 777-200LR (გრძელი დიაპაზონის)

სერვისები, კლასი: ეკონომკლასი (216 ადგილი), ბიზნესკლასი (42 ადგილი), მდიდრული პირველი კლასის კაბინა (8 ადგილი)