ევროკავშირი ბანკების მიერ ტექნოლოგიების გამოყენების წახალისებას გეგმავს

ევროკავშირი ბანკების მიერ ტექნოლოგიების გამოყენების წახალისებას გეგმავს

მარეგულირებელ ტექნოლოგიებზე ბანკების მზარდი დამოკიდებულების გამო, თაღლითური შემოწმებებისა და მარეგულირებლებისათვის მონაცემთა გაგზავნის ავტომატიზაციისათვის, შესაძლოა გარკვეული საერთო წესების შემუშავება გახდეს საჭირო, რათა ამ ტექნოლოგიების მოხმარების სურვილი სულ უფრო მეტ ბანკს გაუჩნდეს.

მარეგულირებელი ტექნოლოგია, იგივე RegTech-ი, გახლავთ თანამედროვე საშუალება ფინანსების გაციფრულების ტენდენციის გასაფართოებლად, რომელსაც ფულის გათეთრების სქემების საწინააღმდეგოდ და ტრანზაქციების მონიტორინგისათვის იყენებენ. „მისი დახმარებით ბანკები აჩქარებენ რუტინულ მომსახურებებს და ამცირებენ ადამიანური შეცდომის რისკს“, – აღნიშნულია EBA-ის ანგარიშში.

თუმცა ევროკავშირის საბანკო სექტორის მონიტორინგის ორგანო მიიჩნევს, რომ აღნიშნული ქვესექტორი საერთო მარეგულირებელი სტანდარტების ნაკლებობას განიცდის, რაც მის განვითარებას აფერხებს.

შორეულ პერსპექტივაში დამატებითი ქმედებები, როგორიცაა ცენტრალიზებული ევროკავშირის მონაცემთა ბაზის შექმნა მარეგულირებელი ტექნოლოგიის დახმარებით ან ამავე ტექნოლოგიის პოტენციური სერტიფიცირება, შესაძლოა მხედველობაში იქნეს მიღებული ევროკავშირის მიერ.

ამჟამად მარეგულირებელი ტექნოლოგიის გავრცელებას რამდენიმე ფაქტორი აფერხებს, რომელთა უმეტესობაც ბანკების ბიუროკრატიულ მოდელებს ან ტექნოლოგიის არასათანადო ცოდნას უკავშირდება. ევროკავშირის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ორგანიზაცია გამოიჩენს ნეიტრალურ პოზიციას ნებისმიერი ამგვარი ტექნოლოგიის მიმართ, რათა გაზარდოს ჯანსაღი კონკურენცია.