ევროკავშირის საბჭო ქართული დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას იწყებს

ევროკავშირის საბჭო ქართული დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას იწყებს

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების დღევანდელ სხდომაზე, ევროპულმა საბჭომ ქართული დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას “რადიო თავისუფლება” საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მისივე ცნობით, ქართული დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების პროცედურის დაწყებას მხარი კვალიფიციურმა უმრავლესობამ დაუჭირა. ცნობისთვის, ეს უკანასკნელი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მინიმუმ 55%-ს გულისხმობს, რომლებიც მოსახლეობის მინიმუმ 65%-ს წარმოადგენენ.

ევროკავშირის საბჭომ ევროკომისიას ზემოხსენებულ საკითხზე ფორმალური დოკუმენტის წარდგენა უკვე დაავალა.