ევროპაში ენერგეტიკული კრიზისი, სავარაუდოდ, რამდენიმე წელი გაგრძელდება – Shell-ის დირექტორი

ევროპაში ენერგეტიკული კრიზისი, სავარაუდოდ, რამდენიმე წელი გაგრძელდება – Shell-ის დირექტორი

ნორვეგიაში გამართულ კონფერენციაზე მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ენერგეტიკული კომპანიის, Shell-ის გენერალურმა დირექტორმა ბენ ვან ბეურდენმა განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომით გამოწვეული ენერგეტიკული კრიზისი, სავარაუდოდ, ევროპის მასშტაბით მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში გაგრძელდება.

„რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ, ის მოსაზრება, რომ ეს კრიზისი მარტივად ან მალე დასრულება, არარეალისტურია და უნდა დავივიწყოთ“, – განაცხადა ვან ბეურდენმა.

Shell-ის CEO-ს შეფასებით, ევროპამ კრიზისის მოსაგვარებლად ენერგიის ალტერნატიული წყაროები უნდა გამონახოს და მოხმარების ახალ სტრატეგიაზე უნდა გაერთოს, რომელიც ენერგოეფექტურობას, ჭარბი მოხმარების შემცირებასა და დაზოგვაზე იქნება ორიენტირებული.

რაც შეეხება ნავთობისა და ბუნებრივი აირის ფასებს, ვან ბეურდენის თქმით, ენერგეტიკულ ბირჟაზე აღმასვლის ტენდენცია უახლოეს მომავალში იქნება და, სავარაუდოდ, მაღალი ფასები მომდევნო წლების განმავლობაშიც შენარჩუნდება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *