Facebook-ის ყველაზე პოპულარული პოსტები პლაგიარიზებულია

Facebook-ის ყველაზე პოპულარული პოსტები პლაგიარიზებულია

გასულ კვირას, Facebook-ის მიერ გამოქვეყნებულმა ანგარიშმა ტექნოლოგიების სფეროში დიდი ყურადღება დაიმსახურა. როგორც ანგარიშის გაანალიზებით დადგინდა, Facebook-ის თითქმის ყველა ყველაზე პოპულარული პოსტი პლაგიარიზმს შეიცავს.

აღნიშნული ტაქტიკა საკმაოდ ეფექტიანად გამოიყენეს რუსეთთან დაკავშირებულმა პროფილებმა 2016 წელს Facebook-ის სკანდალის დროს.

Facebook-ზე ვირუსული კონტენტის შექმნა საკმაოდ რთული დავალებაა. შესაბამისად, სწორედ ამიტომაცაა ყველაზე პოპულარული პოსტების უმეტესობა სხვა პლატფორმიდან ან სხვა ადამიანის კედლიდან მოპარული.

Facebook-ის გასულ კვირას გამოქვეყნებულ მოხსენებაში ბოლო სამი თვის განმავლობაში პლატფორმაზე განთავსებული 20 ყველაზე ფართოდ გავრცელებული პოსტის ანალიზია შემოთავაზებული. 20-დან 1 პოსტი მისი ფეისბუქზე დადებამდე წაიშალა. ხოლო დარჩენილი 19-დან მხოლოდ 4-ია ავტორის ორიგინალური ნააზრევი. რაც შეეხება დანარჩენ 15-ს, ისინი თავდაპირველად სადმე სხვაგან გაჩნდა, შემდეგ კი გადაიზარდა ფეისბუქზე მცირე ცვლილებით ან საერთოდაც ცვლილების გარეშე.

მაგალითისათვის, სოციალურ პლატფორმაზე ყველაზე პოპულარულ პოსტს, ინტერნეტ მიმს 80 მილიონამდე ნახვა აქვს. თუმცა, საინტერესოა, რომ პოსტის განმთავსებელი მისი რეალური ავტორი არაა და რეალურად მიმი დაახლოებით ერთი წლის წინ შეიქმნა. ფეისბუქზე მის დაპოსტვამდე კი ორი კვირით ადრე ის სხვა სოც მედია პლატფორმაზე, Twitter-ზე გამოჩნდა. თუმცა, ამისდა მიუხედავად, პოსტი კვლავ განაგრძობს ნახვების მომატებას.

აღნიშნული სახის დარღვევებს ფეისბუქის პოპულარული პოსტების უმეტესობაში ვაწყდებით, რაც პლაგიარიზმია. თუმცა, როგორც ჩანს, კომპანიისათვის ეს პრობლემას არ წარმოადგენს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *