Google, Microsoft და სხვა ტექნოლოგიური გიგანტები კიბერუსაფრთხოებაზე მილიარდებს დახარჯავან

Google, Microsoft და სხვა ტექნოლოგიური გიგანტები კიბერუსაფრთხოებაზე მილიარდებს დახარჯავან

გასულ კვირას თეთრ სახლში პრეზიდენტი ჯო ბაიდენი  ბიზნესის სახვადასხვა სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.  შეხვედრაკიბერუსაფრთხოების პრობლემებს შეეხებოდა და მისმა მონაწილეებმა განაცხადეს, რომ ამ გამოწვევის დასაძლევად მილიარდობით დოლარი დაიხარჯება.

უსაფრთხოების საკითხები კიდევ უფრო აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც სამთავრობო პროგრამული უზრუნველყოფის კონტრაქტორ  SolarWinds–სა და ნავთობსადენის მფლობელ კომპანია  Colonial Pipeline–ზე კიბერშეტევა განხორციელდა.

ბაიდენმა ახლახან  მოაწერა ხელი  ბრძანებას, რომელიც  აშშ-ს სააგენტოებს ავალდებულებს გამოიყენონ  ორფაქტორიანი ავტორიზაცია შესვლისათვის, რაც ხელს შეუწყობს კიბერშეტევების თავიდან აცილებას.

თეთრი სახლის განცხადებით, Apple შექმნის პროგრამას, რომელიც  გააძლიერებს უსაფრთხოებას მათი ტექნოლოგიური მიწოდების ჯაჭვში.  ეს თავის მხრივ  მოიცავს მომწოდებლებთან მუშაობას,  მულტიფაქტორული ავტორიზაციისა და უსაფრთხოების ტრენინგის მისაღებად.

Google–მა განაცხადა, რომ 5 წლის განმავლობაში $10 მილიარდზე მეტ ინვესტიციას განახორციელებდა კიბერუსაფრთხოების გასაძლიერებლად. ასევე აღნიშნა, რომ გადაამზადებს 10,000 ამერიკელს ტექნიკურ სფეროებში, როგორიცაა IT მხარდაჭერა და მონაცემთა ანალიზი. Google-ის ფინანსური ვალდებულება სხვა საკითხებთან ერთად გამოყენებული იქნება პროგრამული უზრუნველყოფის მიწოდების ჯაჭვისა და ღია კოდის უსაფრთხოების გასაძლიერებლად.

Microsoft–მა 20 წლის განმავლობაში $20 მილიარდი გამოყო უსაფრთხოების უფრო მოწინავე ინსტრუმენტების დასანერგად. ისინი $150 მილიონის ინვესტიციას განახორციელებენ სამთავრობო უწყებების უსაფრთხოების სისტემების განახლებაში და კიბერუსაფრთხოების ტრენინგის პარტნიორობის გაფართოებაში. აღსანიშნავია, რომ Microsoft–ი 2015 წლიდან კიბერუსაფრთხოებაზე ყოველწლიურად $1 მილიარდს ხარჯავს.

IBM–მა განაცხადა, რომ სამ წელიწადში 150,000–ზე მეტ ადამიანს კიბერუსაფრთხოების უნარებს განუვითარებს. ის განაგრძობს მუშაობას კვანტური გამოთვლის უსაფრთხო დაშიფვრის მეთოდების შესაქმნელად. IBM–ის აღმასრულებელმა დირექტორმა არვინდ კრიშნამ CNBC–ს განუცხადა რომ კიბერუსაფრთხოება არის „ათწლეულის საკითხი“. ის იმედოვნებს, რომ შეხვედრის შედეგად კოორდინაცია საჯარო და კერძო სექტორებს შორის გაიზრდება და  IBM ყველაფერს გააკეთებს, რათა დაეხმაროს კვალიფიციურ მუშაკებს ამ სივრცეში.

ამაზონის ვებსერვისები, ამაზონის ღრუბლოვანი გამოთვლის განყოფილება, გეგმავს ანგარიშის მფლობელებს მიანიჭოს უფასო მრავალფაქტორიანი ავთენტიფიკაციის მოწყობილობები მათი მონაცემების უკეთ დაცვის მიზნით. ის ასევე გეგმავს შესთავაზოს „უსაფრთხოების შესახებ ცნობიერების ამაღლების ტრენინგები“ ორგანიზაციებსა და ფიზიკურ პირებს.

„ვიმედოვნებთ, რომ ჩვენ გავაგრძელებთ შემდგომ საქმიანობას და გავაკეთებთ კარგ საქმეს, რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყანა მართლაც რთული პრობლემისგან“ – განაცხადა თეთრი სახლის დატოვებისას, JPMorgan Chase–ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯემი დიმონმა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *