Forbes: 2021 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი გარდაცვლილი ვარსკვლავები

Forbes: 2021 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი გარდაცვლილი ვარსკვლავები

Forbes-მა 2021 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი გარდაცვლილი ვარსკვლავების რეიტინგი გამოაქვეყნა. გამოცემის წლევანდელი რეიტინგი მოიცავს გასული წლის 30 ოქტომბრიდან 2021 წლის 30 ოქტომბრამდე, გაყიდვებიდან, სტრიმინგებიდან და ლიცენზირების გარიგებებიდან მიღებულ შემოსავლებს. Forbes-ის რეიტინგის ცამეტი წარმომადგენლის საერთო ქონება კი $1 მილიარდს უტოლდება.

„ჩარლი და შოკოლადის ქარხნის“ ავტორი როალდ დალი, $513-მილიონიანი ქონებით გამოცემის რეიტინგის სათავეშია. სექტემბერში დალის გარდაცვალებიდან 31 წლის შემდგომ, Netflix-მა Roald Dahl Story Company-ის $684 მილიონი გადაუხადა. 2018 წელს კომპანიასა და უმსხვილეს სტრიმინგპლატფორმას შორის გაფორმებული ხელშეკრულების შემდგომ, Netflix-ი სრულად აკონტროლებს დალის 300 მილიონზე მეტ წიგნს, რომელთაც კინოსალაროებში $1 მილიარდზე მეტის მოგება მიიღეს. დალის ნაწარმოებებზე დაყრდნობით, კომპანია ვიდეოთამაშების, ცოცხალი თეატრისა და სხვადასხვა სამომხმარებლო პროდუქტის შექმნას გეგმავს.

Forbes-ის რეიტინგში მეორე ადგილს $120-მილიონით   პრინსი იკავებს. მისი შთამომავლების მხრიდან, მომღერლის ქონების 43%-ის გაყიდვის შემდგომ, რაც მისი ჰიტების კატალოგსაც მოიცავს, Prince-ის ქონება $108 მილიონით გაიზარდა და მან რეიტინგში მეათიდან მეორე პოზიციაზე გადმოინაცვლა.

აღსანიშნავია, რომ მესამე ადგილი $75 მილიონით, რეიტინგის ბოლო 7 წლის ლიდერმა, მაიკლ ჯექსონმა დაიკავა. მომღერალი Forbes-ის რეიტინგის ლიდერობას ზედიზედ 2013-2020 წლებში არ თმობდა. რეიტინგის ხუთეულს $40 მილიონით Peanuts-ის შემქმნელი ჩარლზ შულცი და $35 მილიონით „როგორ მოიპარა გრინჩმა შობის“ ავტორი დოქტორი სიუზი ასრულებენ.

Forbes-ის 2021 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი გარდაცვლილი ვარსკვლავების სრული რეიტინგი ასე გამოიყურება:

  1. როალდ დალი – $513 მილიონი.
  2. Prince – $120 მილიონი.
  3. მაიკლ ჯექსონი – $75 მილიონი.
  4. ჩარლზ შულცი – $40 მილიონი.
  5. დოქტორი სიუზი – $35 მილიონი.
  6. ბინგ კროსბი – $33 მილიონი.
  7. ელვის პრესლი – $30 მილიონი.
  8. არნოლდ პალმერი – $27 მილიონი.
  9. გერი გოფინი – $23 მილიონი.
  10. ლუთერ ვანდორსი – $21 მილიონი.
  11. ბობ მარლი – $16 მილიონი.
  12. JUICE WRLD – $15 მილიონი.
  13. ჯონ ლენონი – $12 მილიონი.