Forbes España: ათი ყველაზე ძვირადღირებული მუსიკალური ვიდეო ისტორიაში

Forbes España: ათი ყველაზე ძვირადღირებული მუსიკალური ვიდეო ისტორიაში

მიუხედავად იმისა, რომ მუსიკა, ბევრისთვის ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, მედიისთვის, ყველაზე ძვირადღირებული მუსიკალური ვიდეოები, სულაც არ განეკუთვნება აქტუალურ თემებს. Forbes-ის ესპანურმა გამოცემამ გადაწყვიტა, ისტორიის მანძილზე ყველაზე ძვირადღირებული მუსიკალური კლიპების რეიტინგი გამოექვეყნებინა. აღსანიშნავია, რომ სიაში შემსრულებელთა ნაწილს რამდენჯერმეც კი ვხვდებით.

Michael Jackson, Janet Jackson – Scream

პირველი მუსიკალური ნამუშევარი, რომელსაც გამოცემის რეიტინგში ვხვდებით, 1995 წელს გამოშვებული „Scream”-ია, რომელიც ჯენეტ და მაიკლ ჯექსონებს ეკუთვნით. გამოშვების დროისთვის კლიპის ღირებულება $7-მილიონი იყო, ახლა კი, 12,7 მილიონს უტოლდება. Forbes-ს ათეულის ლიდერობის ერთ-ერთი მიზეზი, სხვა საკითხებთან ერთად, ვიდეოს რეჟისორზე დაყრდნობით სტუდიის მოთხოვნაა მის სწრაფად შექმნასთან დაკავშირებით.

Madonna – Express yourself

Madonna-ს მუსიკალური კლიპის „Express yourself“-ის გადასაღებად გაწეული თავდაპირველი ხარჯი, 1989 წელს, $5 მილიონს უტოლდებოდა, ამჟამად მისი ღირებულება $11,2 მილიონამდე გაიზარდა. Express yourself“-ში მომღერალი დისტოპიურ სამყაროში მოგზაურობს, რომელიც ფილმ Metropolis-ით არის შთაგონებული.

Madonna – Die another day

რეიტინგს კვლავ Madonna აგრძელებს, ამჟამად 2002 წელს გამოშვებული ნამუშევრით, რომელიც არამარტო მომღერლის მეორე ყველაზე ძვირადღირებული მუსიკალური კლიპია, ასევე ჯეიმს ბონდის იმავე სახელწოდების ფილმის საუნდტრეკია. საწყისი ხარჯი, $6 მილიონი, დღევანდელი მონაცემებით $9 მილიონს უტოლდება.

Madonna – Bedtime Story

Madonna-ს კიდევ ერთი ძვირადღირებული ნამუშევარი 1995 წლის „Bedtime Story-ია, 5-მილიონიანი, დღეისთვის უკვე $9-მილიონიანი ღირებულებით. ამ შემთხვევაში, მუსიკალური კლიპის გადასაღებად 6 დღე გახდა საჭირო და საბოლოოდ, რამდენიმე კვირის შემდგომ, ფილმის მსგავსად, კინოთეატრში პრემიერით დაგვირგვინდა.

Michael Jackson – Black or White

შემსრულებლის 1991 წლის პოპულარულ კლიპს, Madonna-ს მუსიკალური ნამუშევრის მსგავსად, გრანდიოზული, 11-წუთიანი და იმ დროისთვის Fox-ზე ყველაზე რეიტინგული პრემიერა ჰქონდა. გამოშვების დროისთვის, მუსიკალური  კლიპის ხარჯი $4 მილიონს შეადგენდა, რაც ამჟამად, $8 მილიონს უტოლდება.

Guns N’ Roses – Estranged

რეიტინგის მეექვსე პოზიციაზე ყველაზე ძვირადღირებული მუსიკალური კლიპების ათეულს, როკ-ჯგუფ Guns N’ Roses-ის სახით, ახალი წევრი ემატება. ჯგუფის მუსიკალური ნამუშევარი „Estranged“-ი $4-მილიონიანი (დღეს $7,6 მილიონი) ღირებულებისაა, რომელიც განსხვავებულ სიუჟეტებს და კლიპის ფინალში, მაღალი ხარისხის CGI-ის (Computer-Generated Imagery) აერთიანებს.  ამასთან ერთად კი, „Estranged“-ი ბენდის ვიდეო კლიპების ტრილოგიის ბოლო ნაწილია.

Aqua – Cartoon Heroes

მიუხედავად, იმისა, რომ Aqua-ს სახელი უფრო მეტად „Barbie Girl”-ს უკავშირდება, ბენდის ძვირადღირებული ნამუშევარი სწორედ „Cartoon Heroes“-ია, რომლის ოფიციალური ღირებულება შემქმნელებს არასდროს გაუსაჯაროებიათ. კლიპის უდიდესი ნაწილი მწვანე ეკრანის დახმარებითაა გადაღებული, და არაოფიციალურ დაანგარიშებებზე დაყრდნობით, კლიპის თავდაპირველ ხარს $3 მილიონისთვის უნდა მიეღწია, რაც ახლა $5,6 მილიონის ტოლფასია.

Michael Jackson – Bad

პოპის მეფის კიდევ ერთი ძვირადღირებული მუსიკალური ნამუშევარი, $2,28-მილიონიანი (ამჟამად 5,4 მილიონი) კლიპია, სახელწოდებით, „Bad“. 18-წუთიან ვიდეოს, მარტინ სკორსეზეს რეჟისორობით, ბრუკლინში, თვეზე მეტხანს იღებდნენ.

MC Hamer – 2 legit 2 quit

MC Hamer-ის მუსიკალური კლიპიც, ჯექსონის ნამუშევრის მსგავსად, ფილმთან ასოცირდება. „2 legit 2 quit”-ის 15-წუთიანი ვიდეოს გადაღება $2,5 მილიონი დაჯდა, რაც დღევანდელი მონაცემებით $5 მილიონს უტოლდება.

Limp Bizkit – Rollin

ამ შემთხვევაში, წინამორბედებისგან განსხვავებით,  „Rollin“-ის ხანგრძლივობა მუსიკალურ კლიპებს შეესაბამება, თუმცა ფილმის საკითხიც კვლავ აქტუალური რჩება. მუსიკალური კლიპი მოიცავს ბენ სტილერისა და სტეფან დორფის ეპიზოდურ როლებს, ასევე გადაღებებს მსოფლიო სავაჭრო ცენტრის სამხრეთ კოშკში. 2000 წელს, კლიპის $3-მილიონიანი ღირებულება, ამ ეტაპისთვის $4,8 მილიონს უტოლდება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *