გამოძიება Amazon-ისა და Google-ის წინააღმდეგ: პროდუქციის შეფასებების გაყალბება

გამოძიება Amazon-ისა და Google-ის წინააღმდეგ: პროდუქციის შეფასებების გაყალბება

ბრიტანეთში დაიწყო გამოძიება იმის დასადგენად, თუ რამდენად ზრუნავენ Amazon-ი და Google-ი პროდუქციის ყალბი შეფასებებისგან თავიანთი მომხმარებლების დაცვაზე.

კონკრეტულად კი დავა მიდის იმასთან დაკავშირებით, იყენებენ თუ არა Amazon-ი და Google-ი საკმარისად მკაცრ ზომებს ყალბი შეფასებების პრევენციის, აღმოჩენისა და დასჯის მიზნით. მსგავსი დარღვევები არა მარტო  მომხმარებელთა უფლებებს ლახავს, რომლებიც პროდუქციას ამ ყალბ შეფასებებზე დაყრდნობით ყიდულობენ, არამედ არათანაბარ კონკურენტულ პირობებში აყენებს კომპანიებსაც. ამ შემთხვევაში კანონის  დამცველი ბიზნესები იჩაგრებიან იმ კომპანიებთან შედარებით, რომლებიც შეფასებებს აყალბებენ. აღსანიშნავია, რომ Amazon-ისა და Google-ის წინააღმდეგ გამოძიება 2020 წლის მაისში დაიწყო და ახლა კვლავ განახლდა.

ყალბი შეფასებების პრობლემა განსაკუთრებით აქტუალური გახდა კოვიდპანდემიის პირობებში ონლაინგაყიდვების ზრდასთან ერთად. კომპანია Which?-ის გამოძიებამ აღმოაჩინა, რომ არსებობს მთელი ინდუსტრია, რომელიც კომპანიებისთვის ფულის ან პროდუქციის სანაცვლოდ ყალბი შეფასებების მიწოდებითაა დაკავებული. ერთ-ერთ ასეთ კომპანიას მსოფლიო მასშტაბით 62, 000 „შემფასებელი“ ჰყავს და Amazon-ზე გამყიდველი კომპანიებისთვის ფასი ერთ დაწერილ შეფასებაზე 18 დოლარია.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *