ელექტრომობილების მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადმა ბრენდმა, Tesla-მ, 2023 წლის მეორე კვარტალში რეკორდული, 466,140 სედანისა და კროსოვერის ტიპის მანქანის მიწოდება შეძლო, რაშიც კომპანიის განცხადებით, ფასების მკვეთრი შემცირება დაეხმარა. Tesla-ს მიერ ნაჩვენებმა შედეგებმა ანალიტიკოსების მოლოდინს გადააჭარბა.
ავტომწარმოებლის გაყიდვების მაჩვენებელი მიმდინარე წლის მეორე კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 83%-ით გაიზარდა. 2023 წლის პირველ კვარტალთან შედარებით კი 10%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ამის პარალელურად, ოსტინში, სადაც კომპანიის ავტოამწყობი ოთხი ქარხანა მდებარეობს, წინა წელთან შედარებით წარმოება 86%-ით გაიზარდა და 479,700 ერთეულ ელექტრომობილამდე შეადგინა.
შეგახსენებთ, Tesla-მ მისი ყველაზე გაყიდვადი Model Y კროსოვერისა და Model 3 სედანის ფასები შეამცირა, რაც ფედერალური გადასახადების შემცირებაზეც აისახა. კომპანიის აღნიშნული ნაბიჯის შედეგად ზემოხსენებული მოდელები მსურველთათვის უფრო ხელმისაწვდომი გახდა, ამან კი, მიწოდებისა და გაყიდვების ზრდაზე დადებითად იმოქმედა.
Tesla-ს განცხადებით, გასული კვარტალის ფინანსურ შედეგებს 19 ივლისს გამოაქვეყნებს, რასაც ანალიტიკოსებთან და გამომგონებლებთან კონფერენცია მოჰყვება.