ღრუბლოვანი ოცნება

ღრუბლოვანი ოცნება

დაე, სხვებმა იფიქრონ იმაზე, თუ რას ნიშნავს ეს ყველაფერი. FIVETRAN-ი ამტკიცებს, რომ სიმდიდრის შოვნა მხოლოდ მონაცემების ადგილიდან ადგილზე მიტანით შეიძლება.

2021 წლის აგვისტოს ერთ მშვენიერ დღეს ჯორჯ ფრეიზერი ვისკონსინის ტყეში, თავისი ოჯახის ტბისპირა სახლში დასვენებას ცდილობდა. ამის ნაცვლად, Fivetran-ის აღმასრულებელი დირექტორი და თანადამფუძნებელი ზრუნავდა თავის სამუშაოსა და კომპანიაზე, რომელსაც ცხრა წელიწადი აშენებდა თავის ბავშვობის მეგობარ ტეილორ ბრაუნთან ერთად, რომლის ოჯახიც ასევე ისვენებდა ჩრდილოეთის ფიჭვების იმავე ნაკვეთში.

ორივეს შესანიშნავი იდეა ჰქონდა: დახმარებოდნენ კომპანიებს მონაცემების შეგროვებაში სხვადასხვა წყაროდან – Twitter-ის მოხსენიებები, საკრედიტო ბარათების ტრანზაქციები – შემდეგ კი გადაეხდევინებინათ მათთვის, ამ ყველაფრის „დიდი მონაცემების“ ისეთ ანალიტიკურ ფირმებში გადაგზავნისთვის, როგორიცაა Snowflake-ი ან Databricks-ი. ისინი კი, იდეალურ შემთხვევაში, თავის მხრივ, გააანალიზებდნენ, თუ რას ნიშნავდა ეს ყველაფერი. ფრეიზერმა და ბრაუნმა ერთად გაიარეს Y Combinator-ი. მათ დაახლოებით $160 მილიონი შეაგროვეს. მათ უთვალავი საათი გაატარეს ტექნიკურ დეტალებზე გარჯაში, მაგრამ ჯერ კიდევ არ ჰქონდათ მსხვილი კომპანიებისთვის განკუთვნილი პროდუქტი.

წლების განმავლობაში ეს ყოველთვის დიდი პრობლემა იყო, რომლის გადაჭრაც გვჭირდებოდა, – ამბობს ფრეიზერი. – ჩვენ მრავალწლიან მოგზაურობას ვადევნებდით თვალს“.

Fivetran-ის გამგეობის ერთ-ერთი წევრი იყო ბობ მუგლია, Snowflake-ის აღმასრულებელი დირექტორი. მუგლიამ ორიოდ რამ იცოდა ფსონების შესახებ. ის იხსენებს, რომ „სტივ ბალმერმა მარცხი განიცადა“ მას შემდეგ, რაც დაკარგა საწარმო კლიენტები Oracle-თან, როდესაც ის Microsoft-ის პრეზიდენტი იყო (2011 წელს სატია ნადელამ, Microsoft-ის ამჟამინდელმა აღმასრულებელმა დირექტორმა, მუგლია ჩაანაცვლა). მან ხუთი წელი გაატარა Snowflake-ის მშენებლობაში, მაგრამ გაისტუმრეს სულ რაღაც წელიწად-ნახევრით ადრე, სანამ კომპანია სილიკონის ველის ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს პირველად საჯარო შეთავაზებას ჩაატარებდა. ახლა ის აფრთხილებდა ფრეიზერს, რომ დრო იწურებოდა. „უბრალოდ, ვკიცხავდი მათ“, ამბობს მუგლია. ვეუბნებოდი: „ჯანდაბა, აქ პროდუქტს ვერ ვხედავ“.

იჯდა რა მაგიდასთან, რომელიც მის პაპას, 1930-იანი წლებიდან Chicago Title and Trust-ის პრეზიდენტს ეკუთვნოდა, ფრეიზერი წააწყდა თავისი პრობლემების აშკარად ძველებურ გადაწყვეტას. ის იყიდდა თავის გზას სიცოცხლისუნარიანობისკენ. HVR-მა, სანფრანცისკოელმა კონკურენტმა, Fivetran’s Oakland-ის შტაბ-ბინის მოპირდაპირედ, მათ საწარმოს გარიგებებში აჯობა. ტექნიკური ჭორების საშუალებით მან გაიგო, რომ კომპანიის ყიდვა $700 მილიონად იყო შესაძლებელი, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შეთავაზებას კვირის ბოლომდე გააკეთებდა.

გარიგება მათ საწარმოს მისცემდა შემოსავალსა და პროდუქტს, რომლის სრულყოფასაც შეძლებდნენ. პრობლემა ის იყო, რომ Fivetran-ს, რომელიც არცთუ ისე მაღალი ღირებულებით $1.2 მილიარდად იყო შეფასებული, არ ჰქონდა ნაღდი ფული. მაგრამ ფრეიზერს სილიკონის ველზე ბევრი გულშემატკივარი ჰყავდა – და უხეში ძალის გამძლეობის უზარმაზარი რეზერვი.

„ხალხის უმეტესობა, რამდენიმე წლის არასწორი მიმართულებით წასვლის შემდეგ, მთლიანად დახურავს კომპანიას და წავა სხვაგან“, – ამბობს Y Combinator-ის პრეზიდენტი ჯეფ რალსტონი, რომელიც სიამოვნებით თვლის Fivetran-ს ერთ-ერთ საბოლოო „ტარაკნად“ იმ 3800-ზე მეტი სტარტაპიდან, რომლებმაც Y Combinator-ი გაიარეს. – „ეს ბიჭები იმით განსხვავდებოდნენ, რომ მათ არასოდეს სჯეროდათ, რომ ჩიხში იყვნენ“.

ფრეიზერმა შაბათს დარეკა ე.წ. „ბლუ-ჩიპ“-ტექნოლოგიების საინვესტიციო ფირმაში, მათ შორის სან-ფრანცისკოში დაფუძნებულ Iconiq Capital-სა და New York’s D1 Capital Partners-ში და უთხრა მათ, რომ მას გარიგების გასამყარებლად $565 მილიონი სჭირდებოდა. 72 საათის განმავლობაში ყველა დათანხმდა თანხის გატანას. „ეს ცოტათი კურდღლის ფოკუსს ჰგავდა, – ამბობს ფრეიზერი. – ბიზნესმა რამდენიმე წლით წინ წაიწია“.

ტრანზაქციამ Fivetran-ის ღირებულება $5.6 მილიარდამდე გაზარდა, მაგრამ HVR-ის დაახლოებით $30 მილიონის შემოსავალი დიდი ტექნიკური ბიუჯეტის მქონე მსხვილი კომპანიებიდან იყო რეალური პრიზი, რამაც Fivetran-ს უფრო მყარი საფუძველი მისცა, ბევრ მის თანატოლთან შედარებით. ამ კომპანიებიდან ბევრი, მათ შორის პირდაპირი კონკურენტი Airbyte-ი (გასულ წელს $1.5 მილიარდად შეფასებული, $1 მილიონზე ნაკლები შემოსავლის მიღების მიუხედავად), აცხადებენ, რომ ახლა განიხილავენ ნაღდი ფულის დაზოგვის გზებს. „ჩვენ არ გვაქვს ეს პრობლემა, რადგან ჩვენი მაჩვენებელი არ არის ზედმეტად გიჟური და შემოსავალიც ამდენად გაიზარდა“, – ამბობს ფრეიზერი.

კომპანია, რომელიც წლევანდელ Cloud 100-ის რეიტინგში 27-ე ადგილზეა, ამ ფისკალურ წელს (იანვრის ბოლო) $189 მილიონის შემოსავალს პროგნოზირებს, რაც გასული წლის მაჩვენებელზე ორჯერ მეტია. ის ახლა თავის მომხმარებლებს შორის ითვლის JetBlue-ს, Forever 21-ს და ქათმის პროდუქტის ქსელ Nando’s-ს. Forbes-ის შეფასებით, ორი თანადამფუძნებელი ფლობს კომპანიის მეათედს, რაც მათ წმინდა ღირებულებას $500 მილიონად აფასებს (ჩვენ ვიყენებთ 10%-იან ფასდაკლებას კერძო კომპანიებისთვის). მარტინ კასადო, ვენჩურული კაპიტალის ფირმა Andreessen Horowitz-ის პარტნიორი, რომელიც წამყვანი ინვესტორი იყო Fivetran-ის ბოლო სამი დაფინანსების რაუნდში, აცხადებს, რომ მისი ბაზრის ლიდერობა მონაცემთა მილსადენებში „ურყევია“.

ყველაზე გაყიდვადი ასპექტი? გამოყენების სიმარტივე. „ესაა პლანეტაზე ყველაზე მკვდარი ტვინისთვისაც უმარტივესი რამ, რაც კი შექმნილა“, – ამბობს მუგლია. მაგრამ ეს სიმარტივე ფარავს უამრავ სირთულეს კულისებში. თავდაპირველად, პროდუქტი აგროვებდა მონაცემებს დღეში ერთხელ, შუაღამისას. ფრეიზერი ასრულებდა ფეხზე დგომისა და მილების მონიტორინგის ყოველდღიურ რიტუალს. თუ რამე გაფუჭდებოდა – და ადრეულ პერიოდში, „მარცხნივ და მარჯვნივ ყველაფერი ფუჭდებოდა“ – მომდევნო რამდენიმე საათს ის სანტექნიკოსივით მუშაობდა. „ძალიან იშვიათია, რომ გყავდეს ვინმე ისეთი ჭკვიანი, როგორიც ჯორჯია, რომელიც მუშაობს ასეთ მიწიერ პრობლემაზე“, – ამბობს ინვესტორი კასადო (სხვა მიღწევებს შორის, ფრეიზერს აქვს დოქტორის ხარისხი ნეირობიოლოგიაში პიტსბურგის უნივერსიტეტიდან).

მიუხედავად იმისა, რომ Fivetran-ის საომარი სკივრი – მას ჯერ კიდევ აქვს $200 მილიონი ნაღდი ფული – შეიძლება საკმარისად დიდი ჩანდეს იმისათვის, რომ სარისკო კაპიტალის ზამთარს გადაურჩეს, ფრეიზერი ამბობს, რომ ბაზრის პირობების მიუხედავად, გეგმავს კიდევ ერთი დაფინანსების მოზიდვას მომდევნო ორი წლის განმავლობაში; ამის შემდეგ ის აპირებს Fivetran-ის საჯაროდ გატანას. მარცხის ვარიანტი არ განიხილება – ნაწილობრივ მათი პატარა ვისკონსინის სალონის საზოგადოების ზეწოლის გამო.

„თქვენ გესმით იმის შესახებ, თუ რას აპირებს ყველა, და არსებობს მთელი ჭორების ფაბრიკა, – ამბობს ფრეიზერი. – ამ კომპანიის დაარსების მოულოდნელი შედეგი იყო ის, რომ ყველა ამ ადამიანმა იცოდა ამის შესახებ. ახლა ჩვენ ნამდვილად უნდა მოვახერხოთ ამის ამუშავება, თორემ ვერასდროს ამოვისუნთქავთ”.

ღრუბლოვანი 100

მღელვარე საჯარო ბაზრების გამო, ღრუბლოვან ტექნოლოგიებში საუკეთესო და ყველაზე ნათელი კერძო კომპანიების საბოლოო ყოველწლიური რეიტინგის – Cloud 100-ის სათავეში კვლავ შარშანდელი სამი კომპანია რჩება. 11 ბიზნესი, რომლებმაც 2021 წელს აირჩიეს საჯარო ვაჭრობა, საწყისი საჯარო შეთავაზების ფასზე ბევრად დაბლა იყიდება. ამ კლასიდან დამატებით 13 საერთოდ გავარდა რიგებიდან. სხვა მხრივ, ტოპ10-ში, Miro 32 სლოტით ავიდა მე-4 ადგილზე. ხოლო 100-ეულში 21 ახალბედა მოხვდა. წლევანდელ რეიტინგში შედის რვა აღმასრულებელი დირექტორი ქალი, რაც ერთი წლის წინანდელ ექვსს აღემატება. ტოპ-50 მოცემულია ქვემოთ. სრული სიის, მეთოდოლოგიის, კომპანიის პროფილებისა და სხვა ინფორმაციისთვის იხილეთ FORBES.COM/CLOUD100.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *