Globalize-ის ორგანიზებით, სან-ფრანცისკოში ქართული საექსპორტო პროდუქტების გამოფენა გაიმართა

Globalize-ის ორგანიზებით, სან-ფრანცისკოში ქართული საექსპორტო პროდუქტების გამოფენა გაიმართა

30 ოქტომბერს, აშშ-ში, ქართული საექსპორტო პროდუქტების გამოფენა გაიმართა, რომლის ორგანიზებაც “Globalize”-ის გუნდმა და სან ფრანცისკოში საქართველოს გენერალურმა საკონსულომ უზრუნველყო. Გამოფენა “USAID სოფლის მეურნეობის პროგრამასა” და “ლიბერთი ბანკთან” პარტნიორობით განხორციელდა.

გამოფენის მიზანია, ერთის მხრივ, გააერთიანოს იმპორტიორები, დისტრიბუტორები, საცალო ქსელები და საქართველოში ბიზნეს ინტერესების მქონე სხვა პარტნიორები, მეორეს მხრივ კი, მათ წინაშე წარადგინოს ქართული ბიზნესი და საექსპორტო შესაძლებლობები ამერიკის ბაზრისთვის.

Globalize აქტიურად მუშაობს ექსპორტის მიმართულებით და ეხმარება ქართველ ექსპორტიორებს ამერიკის ბაზარზე გაფართოებაში. საგამოფენო სივრცეში 35-მდე ქართული საექსპორტო პროდუქტი იყო წარმოდგენილი. Მსგავსი გამოფენები ეხმარება ექსპორტიორებს, დაამყარონ კონტაქტები, შეიძინონ ახალი სტრატეგიული პარტნიორები და სამომავლო თანამშრომლობასთან დაკავშირებით გააფორმონ ხელშეკრულებები.

Globalize-ის მორიგი საექსპორტო გამოფენა ნიუ იორკში 4 ნოემბერს არის დაგეგმილი.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *