გლობალური დივიდენდების მოცულობა პრე-პანდემიურ ნიშნულს უბრუნდება

გლობალური დივიდენდების მოცულობა პრე-პანდემიურ ნიშნულს უბრუნდება

2021 წლის პროგნოზით, გლობალური დივიდენდების ოდენობა $1.39 ტრილიონამდე გაიზრდება, რაც ბოლო მაჩვენებელთან შედარებით მცირე ზრდასა და კომპანიების მიერ დივიდენდების გაცემაში მოსალოდნელზე სწრაფ აღდგენაზე მიუთითებს.

გლობალური დივიდენდების ბოლო მაჩვენებელი მის წინამორბედზე 2.2%-ითაა გაზრდილი და მხოლოდ 3%-ით ჩამორჩება პრე-პანდემიური პიკის ნიშნულს.

დივიდენდები (კომპანიის მიერ აქციონერზე გაცემული ანაზღაურება) გასულ წელს პანდემიის პერიოდში მარეგულირებელი შეზღუდვებისა და მთავრობის მიერ ზეწოლის გამო დაეცა. თუმცა, ამჟამად სწრაფი აღდგენის ფაზაში იმყოფება და საინვესტიციო მენეჯერის გლობალური დივიდენდების ინდექსის მიხედვით, მეორე კვარტალში 26.3%-ით გაიზარდა. ძირითადმა ზრდამ, რომელიც სპეციალური დივიდენდების, ვალუტის ცვლილებების, დროის ეფექტისა და ინდექსის მიხედვით იყო დადგენილი 11.25% შეადგინა, წლიური აღრიცხვის ბაზით კი, 2021 წელს 10.7%-იანი ზრდა იყო მოსალოდნელი.

აღსანიშნავია, რომ კომპანიების მიერ გაცემულმა დივიდენდებმა 33.3 მილიარდი აშშ დოლარი, შესაბამისად მესამე კვარტლის ძირითადი ზრდის სამი მეოთხედი შეადგინა. გლობალური კაპიტალის შემოსავლების გუნდის წარმომადგენლის, იანუს ჰენდერსონის განცხადებით, მთლიანი გლობალური დივიდენდები პრე-პანდემიურ დონეს სავარაუდოდ მომავალი 12 თვის განმავლობაში დაიბრუნებს. მომხმარებლების პორტფელის მენეჯერმა ასევე დაამატა, რომ სუსტი საბანკო სისტემა ვერ შეაფერხებს აღდგენის ამჟამინდელ პროცესს, რადგან გლობალური ფინანსური კრიზისის შემდეგ პოლიტიკოსები ხვდებიან, რომ ეკონომიკას მონეტარული და ფისკალური დახმარება უნდა გაუწიონ.

შეგახსენებთ, რომ აგვისტოს დასაწყისში ევროპულმა ბანკებმა მილიარდობით ევროს გადახდა დააანონსეს აქციონერებისთვის. ამავდროულად, შტატებსა და კანადაში პანდემიის პირველი წლის განმავლობაში კომპანიებმა აქციონერებისთვის დივიდენდების გაცემა არ შეაჩერეს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *