Google: Bing-ზე ყველაზე ხშირად Google-ს ეძებენ

Google: Bing-ზე ყველაზე ხშირად Google-ს ეძებენ

Microsoft-ის საძიებო სისტემა Bing-ში ყველაზე ხშირად სიტყვა „Google“-ს ეძებენ, – ამის შესახებ Bloomberg-ი წერს, რომელიც Google-ის მშობელი კომპანიის, Alphabet-ის ერთ-ერთ იურისტს ციტირებს. აღსანიშნავია, რომ ეს არგუმენტი Alphabet-ის იურისტმა იმ სასამართლო სხდომაზე გააჟღერა, რომელზეც კომპანია ევროკავშირის მიერ დაწესებული $5 მილიარდის ოდენობის ჯარიმის მოხსნას ითხოვდა – მათი თქმით, ადამიანებს Google-ის არჩევას არავინ აძალებს.

აღსანიშნავია, რომ ეს ინფორმაცია გადაამოწმა საძიებო ოპტიმიზაციის კომპანია  Ahrefs-მა – მათ დაადგინეს, რომ Bing-ის პლატფორმაზე, მსოფლიო მასშტაბით, ყველაზე ხშირად ძებნილი სიტყვებია „google“, „youtube“, „gmail“ და „amazon“, თუმცა ამასთანავე, Google-ი მეორე ადგილზე გასულს ხუთი მილიონი ძებნის მოთხოვნით უსწრებს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *