Google-ი  ვიზუალური ძებნის ფუნქციონალს აფართოებს

Google-ი  ვიზუალური ძებნის ფუნქციონალს აფართოებს

Google–ის მომხმარებელს მალე ახალი ფუნქციის გამოყენება შეეძლება. Alphabet Inc–ის ერთეულმა საძიებო მოთხოვნებში სურათებით ძებნის ფუნქციაც დაამატა, რაც კიდევ უფრო გაზრდის Google–ის როლს ელექტრონული კომერციის ინდუსტრიაში.

Search On კონფერენციაზე კომპანიამ  პირდაპირი ტრანსლაციის დროს განაცხადა, რომ ახალი ფუნქცია Google Lens-ი საძიებო ინსტრუმენტის საშუალებით თვეების განმავლობაში გამოჩნდება. Google–მა მაისში განაცხადა, რომ ხელოვნური ინტელექტის პროგრამული უზრუნველყოფის მიღწევები უკვე იძლევა ამ ფუნქციის დანერგვის შესაძლებლობას.

უფროსი ვიცე-პრეზიდენტის პრაბ ჰაკარ რაღავანის განცხადებით, ახალი ფუნქციის გამოყენებით უკვე შესაძლებელია, მაგალითად, მაისურზე არსებული სურათის გამოყენებით, Google–ს სთხოვოთ, იგივე ნიმუში სხვა ნივთებზეც გვიპოვოს. ,,ეს ფუნქცია განსაკუთრებით იმ შემთხვევების დროს დაგვეხმარება, როდესაც რაღაცის სიტყვებით აღწერა რთულია“.  ახალი ფუნქციის გამოყენება ვიდეოშიც შესაძლებელია, მათ შორის YouTube–ზეც.

საინტერესოა, რომ მომხმარებელს საპირისპირო სურათების ძიება Google iOS აპლიკაციაში ან Chrome დესკტოპის ბრაუზერში შეეძლებათ. სურათის არჩევის შემდეგ, მომხმარებელს მსგავსი ონლაინვიზუალის შეთავაზებები გაუჩნდებათ, რაც მყიდველს არჩევანის გაკეთებაში დაეხმარება. საბოლოოდ ამ საძიებო ფუნქციის გამოყენებით მომხმარებლები Google Shopping– ში აღმოჩნდებიან.

კიდევ ერთი სიახლე ისაა, რომ იზრდება საძიებო ერთეულების რაოდენობა. Google–მა განაცხადა, რომ  შექმნის აპლიკაციას, რომელიც ავტომატურად მიანიჭებს ორგანიზაციებს მისამართებს. ეს, თავის მხრივ, მთავრობას საქმეს გაუმარტივებს, რადგან მისამართების მინიჭების პროცესი ზოგჯერ წლობით გრძელდება. ეს იქნება უფასო აპლიკაცია მარშრუტების დასადგენად და მისამართების მინიჭებისთვის ბიზნესისა და სახლებისთვის, რომლებიც ჯერ კიდევ არ არის ჩამოთვლილი Google Maps– ში.