Aura Tbilisi Living – როგორ ქმნის DNT Group მაღალი ხარისხის საოპერაციო მართვით წარმატებულ აპარტ-ჰოტელს

Aura Tbilisi Living – როგორ ქმნის DNT Group მაღალი ხარისხის საოპერაციო მართვით წარმატებულ აპარტ-ჰოტელს

სტუმარ-მასპინძლობის სექტორში წარმატებას დღეს მხოლოდ თანამედროვე დიზაინი, ლოკაცია ან მაღალი კლასის ინტერიერი აღარ განსაზღვრავს. აქტივის რეალურ ღირებულებასა და ფინანსურ შედეგებზე გადამწყვეტ გავლენას პროფესიონალური საოპერაციო მართვა, ეფექტიანი რევენიუ მენეჯმენტი და სტუმრის გამოცდილება ახდენს.

ამ მიდგომის ერთ-ერთი წარმატებული მაგალითია Aura Tbilisi Living — 14-სართულიანი აპარტამენტების კომპლექსი თბილისში, რომელიც აერთიანებს 40 სრულად აღჭურვილ პრემიუმ კლასის აპარტამენტს. კომპლექსის ოპერირებასა და სრულ მენეჯმენტს ახორციელებს DNT Group — სასტუმროების მართვის კომპანია, რომელიც საქართველოში არაერთ წარმატებულ პროექტს მართავს.

Aura Tbilisi Living გამოირჩევა როგორც სტუმრების მაღალი კმაყოფილებით, ისე ძლიერი ფინანსური მაჩვენებლებით. პროექტს Booking.com-ზე 9.9-ქულიანი რეიტინგი აქვს, ხოლო წლიური დატვირთულობა 90%-ს აღწევს, რაც თბილისის პრემიუმ აპარტამენტების სეგმენტში ერთ-ერთ საუკეთესო შედეგს წარმოადგენს.

ეს მაჩვენებლები მხოლოდ წარმატებული გაყიდვების შედეგი არ არის. მათ საფუძვლად უდევს სისტემური ოპერაციული მართვა, მომსახურების ხარისხის მუდმივი კონტროლი, ეფექტიანი ფასების სტრატეგია და სტუმარზე ორიენტირებული სერვისი.

DNT Group მუდმივად აკვირდება ბაზრის ტენდენციებს და იყენებს თანამედროვე ტექნოლოგიურ პლატფორმებს, რომლებიც საშუალებას იძლევა ფასები და გაყიდვების სტრატეგია რეალურ დროში მოერგოს მოთხოვნას, სეზონურობასა და კონკურენტულ გარემოს. ასეთი მიდგომა ზრდის თითოეული აპარტამენტის შემოსავლიანობას და უზრუნველყოფს აქტივის მაქსიმალურ ფინანსურ ეფექტიანობას.

ამასთანავე, კომპანიის მრავალპროექტიანი საოპერაციო მოდელი მასშტაბის ეკონომიას ქმნის. დღეს DNT Group ერთდროულად რვა მიმდინარე პროექტს მართავს, რაც ადმინისტრაციული და საოპერაციო ხარჯების ოპტიმიზაციის საშუალებას იძლევა და საბოლოოდ ინვესტორების წმინდა მოგებას ზრდის.

აპარტამენტების მფლობელებისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა ყოველდღიური საოპერაციო პროცესების მართვა. სწორედ ამიტომ პროფესიონალური მენეჯმენტის არჩევა სულ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს. DNT Group საკუთარ პარტნიორებს სთავაზობს მომსახურების სრულ ციკლს — გაყიდვებიდან და სტუმრების მომსახურებიდან დაწყებული, საოპერაციო პროცესების მართვით, რევენიუ მენეჯმენტით, მარკეტინგითა და ფინანსური ანგარიშგებით დასრულებული.

კომპანია ინვესტორებს ყოველთვიურად აწვდის დეტალურ ფინანსურ ანგარიშს, რომელიც მოიცავს შემოსავლებს, საოპერაციო ხარჯებსა და წმინდა მოგებას. ეს უზრუნველყოფს ბიზნესის სრულ გამჭვირვალობას და საშუალებას აძლევს მფლობელებს, აქტივი პროფესიონალ ოპერატორს ანდონ ყოველდღიური პროცესების კონტროლის გარეშე.

„ბაზარზე ლიდერობას არ განსაზღვრავს მხოლოდ მასშტაბი ან ამბიცია. ლიდერობა ყოველდღიური, სისტემური მუშაობის შედეგია, სადაც თითოეულ დეტალს მნიშვნელობა აქვს. სტუმართ-მასპინძლობის სფეროში წარმატება მაშინ მიიღწევა, როდესაც ერთდროულად გესმის როგორც ინვესტორის ფინანსური მიზნები, ისე სტუმრის მოლოდინები. როდესაც მომსახურების ხარისხი მუდმივად თანხვედრაშია დაპირებასთან, მაღალი შედეგები ბუნებრივ შედეგად იქცევა,“ — ამბობს დავით მესხი, DNT Group-ის თანადამფუძნებელი.

დღეს, როდესაც ინვესტორები სულ უფრო მეტად აფასებენ საკუთარ დროსა და აქტივების ეფექტიან მართვას, პროფესიონალ სასტუმრო ოპერატორთან თანამშრომლობა ერთ-ერთ ყველაზე ეფექტიან ბიზნესგადაწყვეტილებად იქცა.

DNT Group-ის მიმდინარე პროექტებისა და მომსახურების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებგვერდზე: www.dntgroup.ge.

S