Google-ის ადგილობრივმა შვილობილმა კომპანიამ რუსეთში გაკოტრება ოფიციალურად გამოაცხადა.
Google Russia-ს წარმომადგენლობის განმარტებით, ქვეყანაში ბიზნესის წარმოება და ოპერირება შეუძლებელი გახდა, რადგან კრემლის მიერ დაწესებულმა რეგულაციებმა კომპანიას საბანკო ანგარიშებთან და გარკვეულ სერვისებთან წვდომა შეუზღუდა.
„რუსეთის ხელისუფლების მიერ Google Russia-ს საბაკო ანგარიშების გაუქმებამ შეუძლებელი გახადა ქვეყანაში ჩვენი ოპერირება და ოფისის მუშაობა. მათ შორის, შეგვეზღუდა: ადგილობრივი თანამშრომლების დაქირავება და ანაზღაურების გაცემა; მიმწოდებლების მომსახურება და ფინანსური ვალდებულებების შესრულება“, – წერია კომპანიის განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი შვილობილი კომპანიის გაკოტრების მიუხედავად, რუსეთს Google-ის სერვისების (Search, YouTube, Gmail, Android, Play, Maps) მიწოდება არ შეუწყდება, თუმცა ქვეყანაში არსებული ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიის ოფისი დაიხურება.