გრანთ თორნთონი „საგადასახადო დავების აქტუალურ საკითხებზე და მათ ეფექტიან წარმოებაზე“ ღია კონფერენციას მართავს

გრანთ თორნთონი „საგადასახადო დავების აქტუალურ საკითხებზე და მათ ეფექტიან წარმოებაზე“ ღია კონფერენციას მართავს

„გრანთ თორნთონ საქართველო“ 17 მარტს საგადასახადო დავების აქტუალურ საკითხებზე და მათ ეფექტიან წარმოებაზე ღია კონფერენციას მართავს. კონფერენციის მიზანია კომპანიის არსებული ექსპერტული პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარება საგადასახადო დავების მიმართულებით, ყველა იმ პირისთვის/კომპანიისთვის, ვინც დაინტერესებულია საგადასახადო სამართლით, მისი საქმიანობა დაკავშირებულია რთულ საგადასახადო აქტივობებთან, ან აწარმოებს საგადასახადო დავას.

ღონისძიებაზე გრანთ თორნთონის საგადასახადო მიმართულების ექსპერტები ისაუბრებენ: ქართულ ბაზარზე ჩამოყალიბებულ საგადასახადო დავების პრაქტიკასა და კომპანიის გამოცდილებაზე. შეხვედრის მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა, დასვან მათთვის აქტუალური კითხვები და მიიღონ კვალიფიციური კონსულტაცია გრანთ თორნთონის წამყვანი სპეციალისტებისგან.

ღონისძიებაზე დამსწრეთა რაოდენობის შეზღუდვის გამო ღონისძიებაზე დასწრებას შეძლებენ მხოლოდ ის პირები, რომლებსაც გაეგზავნებათ მოსაწვევი. ღონისძიებაზე რეგისტრაცია მიმდინარეობს ონლაინ, გრანთ თორნთონ საქართველოს ოფიციალურ გვერდებზე მითითებულ ბმულზე. დარეგისტრირებულ პირებს ღონისძიების ჩატარების ზუსტი ადგილი და დღის წესრიგი მოგვიანებით დაეგზავნებათ.

ღონისძიების სპიკერები არიან:

ქეთევან ღამბაშიძეგრანთ თორნთონის საგადასახადო მიმართულების ხელმძღვანელი, MBA, PhD(c) სერტიფიცირებული აუდიტორი, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ რეგისტრირებული აუდიტორი. 17-წლიანი გამოცდილებით საგადასახადო დაბეგვრაში, ბუღალტერიაში, საგადასახადო დავებში, აუდიტში, მენეჯმენტ კონსალტინგში, ფინანსურ მენეჯმენტში და კონტროლში. „გრანთ თორნთონ აკადემიის“ ტრენერი.

ნათია ჩაგანავა – გრანთ თორნთონის საგადასახადო მიმართულების მენეჯერი, MBA, საჯარო სექტორის სერტიფიცირებული აუდიტორი, 12-წლიანი გამოცდილებით საგადასახადო დაბეგვრაში და საგადასახადო დავებში, მათ შორის, 7-წლიანი გამოცდილებით შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტში. „გრანთ თორნთონ აკადემიის“ ტრენერი.

არ გამოტოვოთ მნიშვნელოვანი საგადასახადო ღონისძიება გრანთ თორნთონისგან.

იჩქარეთ, ადგილები შეზღუდულია! S

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *