თიბისი წარმოგიდგენთ გრეის ჰოპერის დაჯილდოებას, რომელიც ტექნოლოგიებში ქალების ჩართულობის წახალისების მიზნით წელს უკვე მეოთხედ იმართება. დაჯილდოების ცერემონია 5 ივლისს, მარჯანიშვილის 7- ში, თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში გაიმართება.
ერთ-ერთი პირველი, ამერიკელი პროგრამისტი ქალის, გრეის ჰოპერის სახელობის ჯილდო არის ტექნოლოგიური დაჯილდოება, რომელიც ამ სფეროში მოღვაწე ქალების აღმოჩენას და წახალისებას ემსახურება.
ფინალისტები 5 კატეგორიაში უკვე ცნობილია და დაჯილდოებაზე კატეგორიებში გამარჯვებულები გამოვლინდებიან:
ტექ ლიდერი – მარია ბელმასოვა, ნათია სირბილაძე, ნათია ხუხუნაიშვილი,
აღმოჩენა ახალ თაობაში – ანასტასია კვინიკაძე, თამარ ფეიქრიშვილი, მარიამ გაგუა,
გამორჩეული მეცნიერი – თინა კახნიაშვილი , ლელა ოქრომელიძე, მარიამი გაჩეჩილაძე,
ინოვაციური ტექ პროდუქტი – Elven Technologies, Helio.AI, Quickshipper
ლიდერი კომპანია ქალების გაძლიერებისთვის – ლივინგსტონი, Noxtton, VELI.store
გამარჯვებული მიიღებს 10 ათას ლარს გრანტის სახით, რომელიც გამოყენებული იქნება წინასწარ შეთანხმებულ აქტივობებში და პროგრამებში , რაც მრავალფეროვნების წახალისებას შეუწყობს ხელს.
პარტნიორები: USAID-ის მიერ დაფინანსებული კრიტიკული ინფრასტრუქტურის დიგიტალიზაციის და მედეგობის (CIDR) პროგრამა, VISA, LINEATE, UGT, MAJOREL, UN WOMEN, TEGETA, TEGETA CARS. S