საერთაშორისო კომპანია Herbalife-ი “დაბალანსებული კვების” კატეგორიაში Golden Brand Award-ით უკვე მესამედ დაჯილდოვდა. Herbalife-ი დაბალანსებული კვების სფეროში ერთ-ერთი ლიდერი საერთაშორისო კომპანიაა, რომელიც მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანს ეხმარება, შეინარჩუნოს აქტიური და ჯანსაღი ცხოვრების წესი, და ასევე, დაიწყოს საკუთარი ბიზნესი, როგორც Herbalife-ის დამოუკიდებელმა პარტნიორმა.
„Herbalife-ისთვის დიდი პატივია საქართველოში უკვე მესამედ ოქროს ბრენდის ჯილდოს მიღება. დარწმუნებული ვარ, რომ „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში აღიარება განპირობებულია, ერთის მხრივ, ჩვენი პროდუქციის მაღალი ხარისხით, მეორე მხრივ, ჩვენი დამოუკიდებელი პარტნიორებისა და მათი მომხმარებლების შესანიშნავი შედეგებით. საქართველოში Herbalife-ის პოპულარობის ეს ძირითადი მიზეზები ჩვენ და ჩვენს დამოუკიდებელ პარტნიორებს გვაძლევს ძლიერ მოტივაციას, გავაგრძელოთ ადამიანების დახმარება, მათი უკეთესი ცხოვრებისთვის, რათა კიდევ უფრო გავაფართოოთ Herbalife-ის მომხმარებელთა საზოგადოება“, – განაცხადა Herbalife-ის ბიზნესის განვითარების უფროსმა მენეჯერმა კავკასიაში, ირაკლი ჩაჩანიძემ.
Herbalife-ი 1980 წელს დაარსდა, თუმცა მისი პროდუქცია საქართველოში 2011 წლიდან არის ხელმისაწვდომი. მსოფლიო მასშტაბით, კომპანია მომხმარებელს სთავაზობს მეცნიერების მიერ შექმნილ 2000-ზე მეტ უგემრიელეს საკვებ პროდუქტს. აღსანიშნავია, რომ Herbalife-ი აგრძელებს პროდუქციის ხაზის გაფართოებას და პროდუქტების ფორმულების გაუმჯობესებას. მათ შორისაა, ახალი პროტეინის „ბატონი“ ფორმულა 1 ექსპრესი, საჭირო რაოდენობით საკვები ნივთიერებებით – ვიტამინებით და მინერალებით, ცილებითა და ხსნადი საკვები ბოჭკოებით მდიდარი პროდუქტი, რომელიც ქართულ ბაზარზე მაისიდან უკვე ხელმისაწვდომია. გასულ წელს, კომპანიამ ასევე ექვსი ახალი გემოთი განაახლა ლეგენდარული ფორმულა 1-ის პროტეინის კოქტეილი, რომელიც Herbalife-ის ყველაზე ცნობილი პროდუქტია მთელ მსოფლიოში.
Herbalife-ი არ არის მხოლოდ კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანებს მეცნიერებით დაკომპლექტებული გუნდის მიერ მხარდაჭერილი პროდუქტებით. ეს არის უნიკალური საზოგადოება, რომელშიც ადამიანებს შეუძლიათ ისწავლონ დაბალანსებული კვების პრინციპები, იცხოვრონ ჯანსაღი ცხოვრების წესით და განავითარონ საკუთარი ბიზნესი და ფინანსური პოტენციალი. კომპანია სთავაზობს დიდ ბიზნესშესაძლებლობებს, ნებისმიერ ადამიანს, ვისაც სურს, გახდეს მისი დამოუკიდებელი პარტნიორი და აწარმოოს საკუთარი ბიზნესი დაბალანსებული კვების პროდუქტების სფეროში. მთელ მსოფლიოში, Herbalife-ის დამოუკიდებელი პარტნიორები აქტიურად ავითარებენ 70 000-ზე მეტ ჯანსაღი კვების კლუბს, სადაც მათი მომხმარებლები იკრიბებიან, ერთად ვარჯიშობენ, სვამენ პროტეინის კოქტეილებს და ამზადებენ სხვადასხვა რეცეპტს Herbalife-ის პროდუქტების გამოყენებით. საქართველოში ასეთი კლუბები ფუნქციონირებს სხვადასხვა რეგიონსა და დიდ ქალაქში.
Golden Brand-ის დაჯილდოების ცერემონიალი საქართველოში ყოველწლიურად იმართება და სხვადასხვა კატეგორიაში 50-ზე მეტი გამარჯვებული ბრენდი ირჩევა. გამარჯვებულების გამოსავლენად Golden Brand-ი ატარებს სპეციალურ კვლევას, რომელშიც მონაწილეობენ უმაღლესი სასწავლებლების პროფესორები და ლექტორები, ასევე მენეჯერები, ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალისტები, საკონსულტაციო კომპანიები და დამოუკიდებელი ეკონომიკური ექსპერტები. გარდა ამისა, ტარდება გამოკითხვა მომხმარებლებშიც. ნომინირებული ბრენდები ცნობადობის, ხარისხის, პოპულარობისა და მათი შემოქმედებითი საკომუნიკაციო კამპანიების საფუძველზე ირჩევა.
ინფორმაცია Herbalife-ის შესახებ:
Herbalife-ი (NYSE: HLF) გლობალური ველნეს კომპანიაა, რომელიც 1980 წლიდან ცვლის ადამიანების ცხოვრებას და აწვდის მათ შესანიშნავ საკვებ პროდუქტებს. დამოუკიდებელ პარტნიორებს კი აძლევს ბიზნესის განვითარების შესაძლებლობას. კომპანია სთავაზობს მომხმარებელს მაღალი ხარისხის, მეცნიერების მიერ შექმნილ პროდუქტებს, რომელიც 90-ზე მეტ ქვეყანაშია ხელმისაწვდომი. დამოუკიდებელი პარტნიორები ქმნიან მხარდამჭერ საზოგადოებას და უზრუნველყოფენ ინდივიდუალურ ქოუჩინგს თავიანთი მომხმარებლებისთვის, რათა შთააგონონ ისინი, დაიცვან ჯანსაღი და აქტიური ცხოვრების წესი, უკეთესი ცხოვრებისთვის.
S