I კვარტალში Tesla-მ რეკორდული რაოდენობის ელექტრომობილი გამოუშვა

I კვარტალში Tesla-მ რეკორდული რაოდენობის ელექტრომობილი გამოუშვა

კომპანია Tesla-მ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში რეკორდული რაოდენობის ელექტრომობილის წარმოება შეძლო. საერთო ჯამში, სამ თვეში კომპანიამ 422,875 ერთეული ელექტრომობილი გამოუშვა, რაც 36%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე და 4%-ით აღემატება გასული კვარტალის შედეგებს.

ყველაზე დიდი რაოდენობით წარმოებულ ელექტრომობილებს შორის, რა თქმა უნდა, Tesla-ს შედარებით ბიუჯეტური ავტომობილი, Model 3-ია, რომელსაც რაოდენობით ქროსოვერი Model Y მოჰყვება.

Tesla-ს დირექტორის, ილონ მასკის განცხადებით, აშშ-ის, გერმანიისა და ჩინეთის ქარხნებით სრული დატვირთვით ჯერაც არ მუშაობენ, შესაბამისად, კომპანიას გაცილებით უფრო მეტის საწარმოო პოტენციალი აქვს.

რეკორდული შედეგის მიუხედავად, პირველ კვარტალში ანალიტიკოსები დაახლოებით 10,000 ერთეულით მეტი ელექტრომობილის წარმოებას პროგნოზირებდნენ.