საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარში 15 ქართული კომერციული ბანკის მოგებამ 235 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წლიურად 18.7%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
ამავე პერიოდში მთლიანი საპროცენტო შემოსავლები 667 მილიონ ლარს შეადგენდა.
მოგების მიხედვით, პირველ ადგილზეა “საქართველოს ბანკი”, მეორეზე კი “თი-ბი-სი” – ამ ორ ბანკზე მოდის მთლიანი მოგების 88.3%.
იანვარში ბანკების მოგების მაჩვენებლები ასეთი იყო:
- საქართველოს ბანკი – 121.4 მილიონი ლარი;
- თი–ბი–სი ბანკი – 85.9 მილიონი ლარი;
- ბაზის ბანკი – 8.0 მილიონი ლარი;
- ლიბერთი ბანკი – 8.0 მილიონი ლარი;
- პროკრედიტ ბანკი – 4.4 მილიონი ლარი;
- ქართუ ბანკი – 3.3 მილიონი ლარი;
- ტერა ბანკი – 1.8 მილიონი ლარი;
- კრედო ბანკი – 1.7 მილიონი ლარი;
- იშ ბანკ – 1.7 მილიონი ლარი;
- ხალიკ ბანკი – 1.1 მილიონი ლარი;
- პაშაბანკი – 0.6 მილიონი ლარი;
- ზირაათ ბანკი – 0.2 მილიონი ლარი;
- პეისერა – -0.1 მილიონი ლარი;
- სილქ ბანკი – -0.4 მილიონი ლარი;
- ვი–თი–ბი ბანკი – -2.6 მილიონი ლარი.