იანვარში უცხოური ვალუტის რეზერვები 114 მილიონი დოლარით გაიზარდა

იანვარში უცხოური ვალუტის რეზერვები 114 მილიონი დოლარით გაიზარდა

2019 წლის იანვარში წინა თვესთან, დეკემბერთან შედარებით, საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) უცხოური ვალუტის რეზერვები 114 მილიონი დოლარით (3.7%-ით) გაიზარდა.

ბოლო ერთ წელიწადში უცხოური ვალუტის რეზერვები 345 მილიონი დოლარით (12%-ით) არის გაზრდილი. იანვარში რეზერვების ზრდა ძირითადად სებ-ის მიერ სავალუტო აუქციონზე 85 მილიონი დოლარის შესყიდვამ განაპირობა.

2019 წლის 31 იანვრის მდგომარეობით საქართველოს უცხოური ვალუტის ოფიციალურმა რეზერვებმა 3.2 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. აქედან, 2.35 მილიარდი დოლარი ფასიან ქაღალდებშია განთავსებული, ხოლო 856 მილიონი დოლარი ნაღდი უცხური ვალუტა და დეპოზიტებია.

გრაფიკი: უცხოური ვალუტის ოფიციალური რეზერვები, მილიონი აშშ დოლარი

slide35

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი