Visa და სფეისი მომხმარებლებს საბანკო ბარათების მიწოდების სერვისს სთავაზობენ

Visa და სფეისი მომხმარებლებს საბანკო ბარათების მიწოდების სერვისს სთავაზობენ

კომპანია Visa და “თიბისის” მხარდაჭერით შექმნილი პირველი ციფრული ნეობანკი სფეისი ქართველ მომხმარებლებს ბარათების მიწოდების ინოვაციურ მომსახურებას სთავაზობს. ციფრული ნეობანკი სფეისი დღესდღეობით მომხმარებელს აწვდის ისეთ სერვისებსა და პროდუქტებს, როგორიცაა მომენტალური სესხი, ბარათებს შორის გადარიცხვები, კომუნალური გადახდები და საბანკო ბარათები. სფეის ნეობანკი ერთადერთია, რომელიც Visa-ს საგადახდო ბარათებს 2019 წლის თებერვლიდან ადგილზე მიაწვდის მომხმარებელს. მათი მიწოდება მოპედებით მოხდება, რომლებსაც სფეის ნეობანკის ე.წ. “პილოტები” მართავენ. 

ციფრული გადახდების სფეროში მსოფლიო ლიდერის – Visa-ს და საქართველოსა და რეგიონში პირველი სრულად ციფრული ბანკის – სფეისის პარტნიორობა ქართველ მომხმარებლებს ყოველდღიური ფინანსების მართვის მოსახერხებელ შესაძლებლობას სთავაზობს. ეს ერთადერთი ციფრული ბანკია საქართველოში, რომელსაც შეუძლია დისტანციურად დაარეგისტრიროს ახალი მომხმარებელი და გაუხსნას ანგარიში. ნეობანკი სფეისი მოხმარებელს სთავაზობს გადახდებისა და ფულადი გადარიცხვების გამარტივებულ პროცედურებს ერთი აპლიკაციის მეშვეობით. 

“მომხმარებელთა გამოცდილება ნეობანკ სფეისის მთავარი პრიორიტეტია. თავს ყოველდღიური საბანკო სერვისების ინოვაციების ლაბორატორიად მივიჩნევთ და  კომპანია Visa-ს მხარდაჭერა ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია” – განაცხადა თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ ნიკა ქურდიანმა. 

“ვამაყობთ, რომ  საქართველოში და კავკასიის რეგიონში პირველი სრულად ციფრული ბანკის – სფეისის პარტნიორები ვართ და მომხმარებელს ერთად ვთავაზობთ ყველაზე ინოვაციურ, საიმედო და უსაფრთხო ციფრული გადახდის შესაძლებლობას. ეს თანამშრომლობა ბარათების მიწოდების ახალ სერვისთან ერთად მოგვცემს შესაძლებლობას უფრო მეტ მომხმარებლებს შევთავაზოთ მოსახერხებელი გადახდების შესაძლებლობა და დაგვეხმარება საქართველო ერთ-ერთ ყველაზე მოწინავე ქვეყნად ვაქციოთ გადახდების სფეროში ინოვაციების დანერგვის თვალსაზრისით” –  განაცხადა ვერა პლატონოვამ, Visa-ს უფროსმა ვიცე‑პრეზიდენტმა და დსთ–სა და სამხრეთ-ევროპის ქვეყნების (CISSEE) რეგიონული ქვედანაყოფის დირექტორმა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *