იაპონელი პროფესორი ტელევიზორის ეკრანს ქმნის, რომელსაც საჭმლის არომატის იმიტაცია შეეძლება

იაპონელი პროფესორი ტელევიზორის ეკრანს ქმნის, რომელსაც საჭმლის არომატის იმიტაცია შეეძლება

იაპონელმა პროფესორმა ტელევიზორის ეკრანის პროტოტიპი შეიმუშავა, რომელსაც საჭმლის არომატის იმიტაცია  შეუძლია, ეს კიდევ ერთი ნაბიჯია სენსორული ნახვის  გამოცდილების შესაქმნელად.

მოწყობილობა, სახელწოდებით Taste the TV, კარუსელის სისტემის საშუალებით 10 სხვადასხვა არომატის კასრის კომბინაციით სხვადასხვა საკვების გემოს ქმნის. ამის შემდეგ არომატის ნიმუში ტელევიზორის  ეკრანზე გადადის, რათა მაყურებელმა დაგემოვნება მოახერხოს.

COVID-19-ის ეპოქაში მსგავსი ტიპის ტექნოლოგიას შეუძლია გააუმჯობესოს ადამიანების კავშირი გარესამყაროსთან, აღნიშნა მეიჯის უნივერსიტეტის პროფესორმა ჰომეი მიაშიტამ.

„ჩვენი მიზანია, ადამიანებს მივცეთ შესაძლებლობა, მიიღონ ისეთი გამოცდილება, როგორიცაა თუნდაც რესტორანში ჭამა მსოფლიოს მეორე მხარეს სახლში ყოფნის დროსაც კი“,- განაცხადა მიაშიტამ.

მიაშიტა 30 სტუდენტისგან შემდგარ გუნდთან ერთად მუშაობს, რომლებმაც უკვე დაამზადეს გემოსთან დაკავშირებული სხვადასხვა მოწყობილობა, მათ შორის ჩანგალი, რომელიც საკვებს უფრო მდიდრულ გემოს ანიჭებს. მისი განცხადებით , TTTV პროტოტიპი თავად ააშენა გასულ წელს და მისი კომერციული ვერსიის დამზადება დაახლოებით $875 ჯდება.

მომავალში ისინი აპლიკაციების შექმნას აანონსებენ, რომლებიც სომელიეებსა და მზარეულებს დისტანციური სწავლების  შესაძლებლობას მისცემს.

მიაშიტა მოლაპარაკებებს აწარმოებს სხვადასხვა კომპანიასთან მისი სპრეი-ტექნოლოგიის გამოყენების შესახებ ისეთი აპლიკაციებისათვის, როგორიცაა მოწყობილობა, რომელსაც შეუძლია პიცის ან შოკოლადის გემო შესძინოს ჩვეულებრივი პურის ნაჭერს.

მეიჯის სტუდენტმა 22 წლის იუკი ჰოუმ ჟურნალისტებისათვის ექსპერიმენტი ჩაატარა, რა დროსაც მან აპლიკაციას უთხრა, რომ სურდა ტკბილი შოკოლადის გასინჯვა. რამდენიმე მცდელობის შემდეგ, ავტომატურმა ხმამ ბრძანება გაიმეორა და გემოს ჭავლებმა ნიმუში პლასტმასის ფურცელზე დაასხეს.

„ეს რაღაცნაირად რძის შოკოლადს ჰგავს, შოკოლადის სოუსივით ტკბილია“,- აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას იუკი ჰოუმ.