იაპონია იმუნიზაციის არეალს აფართოებს, ვაქცინაციის მინისტრი კი ქვეყანას დოზების შესაძლო გაფლანგვის შესახებ აფრთხილებს

იაპონია იმუნიზაციის არეალს აფართოებს, ვაქცინაციის მინისტრი კი ქვეყანას დოზების შესაძლო გაფლანგვის შესახებ აფრთხილებს

იაპონია მოხუცებული მოსახლეობის იმუნიზაციაში ჩართვას აფართოებს, რასთან დაკავშირებითაც ქვეყნის ვაქცინაციის მინისტრი დოზების შესაძლო გაფლანგვაზე ალაპარაკდა.

როგორც Kyodo News იუწყება, ტარო კონოს გამარფთხილებელი გზავნილი Pfizer-ის დაჯავშნილი დოზების ბოლო წუთში გაუქმებას მოჰყვა. მისი აზრით, ასეთი ვაქცინები, ნაცვლად გაფლანგვისა, სხვა მოქალაქეებზე უნდა გადანაწილდეს.

ცნობისთვის, იაპონიას კორონავირუსის „მეოთხე ტალღა“ უახლოვდება, რისთვისაც ქვეყანა 36 მილიონი ხანდაზმული ადამიანისთვის სამყოფი დოზის დაზღვევას ცდილობს. მიმდინარე კვირის დასაწყისში კი, ჯანდაცვის სფეროში დასაქმებულების შემდეგ, 65 წელს ზემოთ ასაკის 1 139 იაპონელი უკვე აიცრა.

გამომდინარე იქიდან, რომ იაპონია მოსახლეობის იმუნიზაციაში ჩასართველად ვაქცინების იმპორტზეა დამოკიდებული, აცრილთა რაოდენობა მკვეთრად ჩამორჩება, მაგალითად, გაერთიანებული სამეფოსა და ამერიკის შეერთებული შტატებისას.

ხანდაზმულების შემდეგ დოზები თანდაყოლილი დაავადებების მქონე ადამიანებზე გადანაწილდება, მოგვიანებით კი ვაქცინას სხვა ჯგუფებიც მიიღებენ.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *