იაპონიაში Ferrari-ის, Lamborghini-ისა და სხვა ძვირად ღირებული ავტომობილების გაყიდვების ბუმია

იაპონიაში Ferrari-ის, Lamborghini-ისა და სხვა ძვირად ღირებული ავტომობილების გაყიდვების ბუმია

პანდემიის შეზღუდვების მოხსნის შემდგომ, იაპონიაში Ferrari-ის, Lamborghini-ისა და სხვა ძვირად ღირებული ავტომობილების გაყიდვების უპრეცედენტო ბუმია. ავტომობილების შემსყიდველებს შორის ძირითადად მდიდარი მომხმარებლები არიან, რომლებიც იენის შესუსტებისა და მეორადი მანქანების მზარდი ფასების ფონზე, მანქანებს სწორ ინვესტიციებად აღიქვამენ.

იმ ავტომობილების რეგისტრაცია, რომელთა ღირებულებაც ¥20 მილიონს ($136,000) აღემატება, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ოქტომბერში 64%-ით, 5,462 ავტომობილით გაიზარდა. „იაპონიის ავტომობილების იმპორტის ასოციაციის“ მონაცემებით, ავტომობილების რეგისტრაცია გაიზარდა გასული წლის ოქტომბერშიც, 75%-ით, თუმცა, მიუხედავად აღნიშნული მატებებისა, იმპორტირებული მანქანების მთლიანი გაყიდვები დაეცა 11%-ით და 193,026 ერთეული შეადგინა.

საავტომობილო კვლევითი კომპანია Carnorama-ს ანალიტიკოსის კენ მიიოს განცხადებით, მიუხედავად სუსტი იენისა და ინფლაციის გამო ფასების მოსალოდნელი მატებისა, სუპერმანქანებზე მოთხოვნა არ მცირდება, ხოლო იმ ადამიანთა რიცხვი, რომელთაც ძვირად ღირებული ავტომობილების შესყიდვა სურთ, იზრდება. „სუპერმანქანებში ინვესტიცია, მათი გადაყიდვის მაღალი ღირებულებიდან გამომდინარე, ბევრად უფრო კარგი გადაწყვეტილებაა, ვიდრე ნაღდი ფულის შენახვა“, – აცხადებს მიიაო.

Tokyo Shoko Research-ის თანახმად, ეკონომიკური აქტივობის შენელების მიუხედავად, მდიდარი ადამიანების შემოსავლები იზრდება. კომპანიის აღმასრულებელთა რიცხვი, რომელთა ანაზღაურება ¥100 მილიონს ($686,785) აღემატება, ფისკალური წლის განმავლობაში (მარტამდე) 22%-ით, 663 პირამდე გაიზარდა.