რა არის სასაქონლო ნიშანი?

რა არის სასაქონლო ნიშანი?

სასაქონლო ნიშანი (ინგლისურად trademarks) არის სიმბოლო (ლოგო) ან სიმბოლოთა ერთობლიობა, რომელიც გამოისახება გრაფიკულად და განასხვავებს ერთი საწარმოს საქონელსა და მომსახურებას სხვა საწარმოს საქონლისა და მომსახურებისგან. სასაქონლო ნიშანი ინტელექტუალურ საკუთრებას მიეკუთვნება და მისი მფლობელის თანხმობის გარეშე, სხვა კომპანიას მისი გამოყენება არ შეუძლია.

სასაქონლო ნიშანი შეიძლება იყოს: სიტყვა, სიტყვები, ადამიანის სახელი და გვარი, ასოები, ციფრები, ბგერები (მაგალითად, Nokia-ს მელოდია), გამოსახულება, სამგანზომილებიანი ფიგურა (მაგალითად კოკა-კოლას ბოთლი), საქონლის ფორმა ან შეფუთვა, ისევე, როგორც საქონლის სხვა გარეგნული გაფორმება ფერის ან ფერთა კომბინაციის გამოყენებით.

სასაქონლო ნიშანი მნიშვნელოვან როლს თამაშობს კომპანიის ბრენდინგში, ზრდის კომპანიის ცნობადობას და აიოლებს კომპანიის პროდუქტის იდენტიფიცირებას.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *