ივლისში Airbnb-ის თბილისის ბაზარზე არსებული ბინების 47% ერთი დღით მაინც დაიჯავშნა

ივლისში Airbnb-ის თბილისის ბაზარზე არსებული ბინების 47% ერთი დღით მაინც დაიჯავშნა

TBC Capital-მა უძრავი ქონების შესახებ მორიგი მოხსენება გამოაქვეყნა. ანგარიშში განხილულია საქართველოში გაყიდული და გაქირავებული ბინების ფასებისა და მოთხოვნის ტენდენცია. საინტერესოა, რომ ცნობილი კომპანიის, Airbnb-ის კვლევა თბილისის ბაზარზე არსებულ ვითარებასაც შეეხო და განვითარების ტენდენციები ასახა.

Airbnb-ის თბილისის ბაზრის აღდგენა თანდათანობით ხდება, . შესაბამისი ტემპით იზრდება  ბაზრის შემოსავალიც. მაგალითად, მიმდინარე წლის ივლისში, აპლიკაციაში განთავსებული 7 371 აქტიური განცხადებიდან, 47% ერთი დღით მაინც დაიჯავშნა.

ბაზრის აღდგენის პარალელურად გაიზარდა Airbnb-ის შემოსავლებიც. კომპანიამ ივლისში 1.8 მილიონი აშშ დოლარის გამომუშავება შეძლო. თუმცა ეს მაჩვენებელი 50%-ით ნაკლებია 2019 წლის შემოსავალზე. აღნიშნული ვითარების გაუარესება პანდემიის პერიოდში, კერძოდ, 2020 წლის მარტიდან დაიწყო. საერთაშორისო ფრენების შეწყვეტამ და შედეგად საერთაშორისო ტურიზმის შეჩერებამ, 2020 წლის მარტში შემოსავლები 20%-ით შეამცირა. ყველაზე დიდი გავლენა 2020 წლის დეკემბერში შეინიშნებოდა, როდესაც 2019 წელთან შედარებით შემოსავლებმა 88%-ით იკლო.

გაუმჯობესებულია დაჯავშნის პროცენტული მაჩვენებელიც. 2021 წლის ივლისში სულ ხელმისაწვდომი 7 371 ბინა იყო, რომელთა 47% ერთი დღით მაინც დაიჯავშნა. ბოლოს მსგავსი მაჩვენებელი 2020 წლის იანვარში დაფიქსირდა, როდესაც ხელმისაწვდომი 15 237 ბინის 48% დაიჯავშნა. მას შემდეგ დაჯავშნის პროცენტული მაჩვენებელი 2021 წლის მარტამდე კლებას განიცდიდა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *