ივლისში თბილისში საცხოვრებელი სახლების ფასი წინა წელთან შედარებით 12.2%-ით გაიზარდა

ივლისში თბილისში საცხოვრებელი სახლების ფასი წინა წელთან შედარებით 12.2%-ით გაიზარდა

TBC Capital-მა თბილისის საცხოვრებელი სახლების ბაზრის ყოველთვიური კვლევა გამოაქვეყნა. მოხსენებაში გაანალიზებულია ბაზრის ზრდისა და კლების ტენდენციები  და ეს მონაცემები წინა წლის მაჩვენებელთანაა შედარებული. მოხსენების მიხედვით დგინდება, რომ საერთო ფონი მკვეთრად გაუმჯობესებულია და თბილისის საცხოვრებელი სახლების ბაზარი მზარდი აღდგენის პროცესშია.

მაგალითისათვის, მიმდინარე წლის ივლისში საცხოვრებელი საკუთრების ფასები წინა წელთან შედარებით 12.2%-ით გაიზარდა. 2019 წელთან შედარებით კი აღნიშნული მაჩვენებელი 2.7%-ით მეტია.

მსგავსი ტენდენცია არ შეინიშნება გაქირავების მაჩვენებლებში. მართალია, კოვიდის ეფექტი აღნიშნულ ინდუსტრიაზე გავლენას ნელ-ნელა კარგავს, მაგრამ საცხოვრებელი სახლების გაქირავების ფასები წინა წელთან შედარებით მაინც 2.7%-ითაა შემცირებული, ხოლო პრეპანდემიურ ნიშნულთან შედარებით კი – 14.1%-ით.

სავარაუდოა, რომ აღნიშნული ტენდენცია ბინების გაქირავებაზე მოთხოვნის შემცირებითაა განპირობებული. ეს კი, თავის მხრივ, პანდემიის ეფექტებსა და საერთაშორისო ტურიზმის შეჩერებას უკავშირდება. შესაბამისად, კოვიდშეზღუდვების შემსუბუქებასა და საერთაშორისო ფრენების აღდგენასთან ერთად, გაქირავების სექტორზე ფასების ზრდაც მოსალოდნელია.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *