ივლისში სამომხმარებლო პროდუქცია 0.3 პროცენტით გაიაფდა

ივლისში სამომხმარებლო პროდუქცია 0.3 პროცენტით გაიაფდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ივლისში სამომხმარებლო საქონლისა და მომსახურების ფასების დონე 0.3%-ით შემცირდა, წლიურმა ინფლაციამ (12 თვის) კი 2.8% შეადგინა, რაც ნიშნავს, რომ ბოლო ერთ წელიწადში სამომხმარებლო პროდუქცია 2.8%-ით გაძვირდა. 2010 წელთან შედარებით ფასები 26.1%-ით არის გაზრდილი.

ივლისში ფასები შემცირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (-12.6%), ბოსტნეული და ბაღჩეული (-10.7%). ამასთან, ფასები გაიზარდა რძის, ყველისა და კვერცხის ქვეჯგუფზე (2.7%), სატრანსპორტო მომსახურებაზე (1.7%) და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (1.3%).

ბოლო ერთ წელიწადში ალკოჰოლური სასმელების და თამბაქოს ფასები 4.4%-ით გაიზარდა. სატრანსპორტო მომსახურების ფასები 6.9%-ით გაძვირდა. სურსათის და უალკოჰოლო სასმელების ფასები 2.3%-ით, ჯანმრთელობის დაცვის ფასი კი 5%-ით გაიზარდა. ტანსაცმელი და ფეხსაცმელი 8.3%-ით გაიაფდა.

გრაფიკი: წლიური ინფლაცია საქართველოში

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.