საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2023 წლის ივნისის ინფლაციის მაჩვენებლები გამოაქვეყნა. საქსტატის ცნობით, აღნიშნულ თვეში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოში ინფლაცია 0.7%-ით შემცირდა, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 0.6% შეადგინა.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, 2023 წლის ივნისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, მაჩვენებელმა 4.1% შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაცია 4%-ით განისაზღვრა.
ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლები შემდეგ პროდუქტებსა და მომსახურებებზე ფასების ცვლილებამ განსაზღვრა: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ფასები შემცირდა 3.2%-ით; ტრანსპორტი: ფასები გაიზარდა 1.5%-ით; საცხოვრებელი, წყალი, ელექტროენერგია, აირი: ფასები გაიზარდა 0.8%-ით.
წლიური ინფლაციის შემთხვევაში ძირითადი გავლენა ფასების შემდეგ ჯგუფებში ცვლილებამ იქონია: სხვადასხვა საქონელი და მომსახურება: ფასები გაიზარდა 17.7%-ით; ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ფასები გაიზარდა 7.4%-ით; ტრანსპორტი: ფასები შემცირდა 11.6%-ით; ჯანმრთელობის დაცვა: ფასები შემცირდა 6.9%-ით