ფოტო: motor1.com
2026 წლის მონაცემებით, მძღოლებმა ავტომობილებთან დაკავშირებული უფრო მეტი პრობლემა დააფიქსირეს, ვიდრე წინა წლებში, თუმცა გარკვეული მწარმოებლები მაღალ სანდოობას და დაბალ ხარვეზების მაჩვენებელს კვლავ ინარჩუნებენ.
სტატიაში განხილული კვლევა, რომელზე დაყრდნობითაც ყველაზე საიმედო საავტომობილო ბრენდების რეიტინგია შედგენილი, ეფუძნება J.D. Power-ის მეტრიკას – პრობლემების რაოდენობა 100 ავტომობილზე (Problems Per 100 Vehicles (PP100)), სადაც დაბალი ქულა ნაკლებ პრობლემას და მეტ საიმედოობას ნიშნავს. მონაცემები აღებულია ავტომობილის საიმედოობის 2026 წლის კვლევიდან, რომელიც აშშ-ში ავტომობილების ფლობის სამწლიან გამოცდილებას აანალიზებს, მისი პირველი მძღოლების გამოკითხვიდან გამომდინარე. კვლევის ფარგლებში, 2023 წლის მოდელების 33,268 მფლობელი გამოიკითხა.
ეს კვლევა, რომელიც უკვე 37-ე წელია ტარდება, მოიცავს 184 კონკრეტულ პრობლემურ მიმართულებას ცხრა ძირითად კატეგორიაში: კლიმატკონტროლი; მართვის დამხმარე სისტემები; მართვის გამოცდილება; ექსტერიერი; ფუნქციები/მართვის ელემენტები/დისპლეები; საინფორმაციო-გასართობი სისტემა; ინტერიერი; ძრავა და სავარძლები.
ინდუსტრიის საშუალო მაჩვენებელი წელს 100 ავტომობილზე 204 პრობლემა იყო, რაც რეკორდულად მაღალია. განსაკუთრებით გაიზარდა პრობლემები საინფორმაციო-გასართობ სისტემებში, სმარტფონის კავშირებსა და პროგრამულ უზრუნველყოფაში. Android Auto-სა და Apple CarPlay-ის დაკავშირების სირთულე, უკვე მესამე წელია, კვლავ რჩება ყველაზე ხშირად დაფიქსირებულ პრობლემად.
საიმედო ბრენდებს შორის კვლავ Lexus-ი ლიდერობს, რომელიც უკვე მეოთხე წელია, რეიტინგში პირველ ადგილს იკავებს. მას მოსდევს Buick-ი და MINI.
იაპონური მწარმოებლები, როგორებიცაა Toyota, Honda, Subaru, Nissan-ი და Mazda, კვლავ ინარჩუნებენ მაღალ პოზიციებს, რაც ქვეყნის ავტომწარმოებლების რეპუტაციას კიდევ უფრო ამყარებს.
ძლიერი შედეგებით გამოირჩევიან ლუქს-კლასის ბრენდებიც, მათ შორის Porsche, BMW და Genesis-ი.
რეიტინგის ბოლო ადგილებზე კი Volkswagen-ი, Volvo და Land Rover-ი აღმოჩნდნენ.
ყველაზე ნაკლებად საიმედო კატეგორიად ისევ plug-in ჰიბრიდები დასახელდა, ხოლო ტრადიციული ბენზინის ძრავები ერთადერთი სეგმენტია, სადაც გაუმჯობესება დაფიქსირდა.
ავტომობილების საიმედოობის რეიტინგი:
| ადგილი | ბრენდი (ქვეყანა) | პრობლემები 100 ავტომობილზე (PP100) | ცვლილება 2025-დან |
|---|---|---|---|
| 1 | Lexus (იაპონია) | 151 | +11 |
| 2 | Buick (აშშ) | 160 | +17 |
| 3 | MINI (გაერთიანებული სამეფო) | 168 | -22 |
| 4 | Cadillac (აშშ) | 175 | +6 |
| 5 | Chevrolet (აშშ) | 178 | +9 |
| 6 | Subaru (იაპონია) | 181 | -31 |
| 7 | Porsche (გერმანია) | 182 | -4 |
| 8 | Toyota (იაპონია) | 185 | +23 |
| 9 | Kia (სამხრეთი კორეა) | 193 | -3 |
| 10 | Nissan (იაპონია) | 194 | -21 |
| 11 | BMW (გერმანია) | 198 | +9 |
| 11 | Hyundai (სამხრეთი კორეა) | 198 | -24 |
| 13 | Genesis (სამხრეთი კორეა) | 208 | -5 |
| 13 | Mitsubishi (იაპონია) | 208 | -48 |
| 15 | Mazda (იაპონია) | 210 | +49 |
| 16 | Honda (იაპონია) | 211 | +10 |
| 17 | Ram (აშშ) | 216 | -26 |
| 18 | Lincoln (აშშ) | 217 | -4 |
| 19 | Tesla (აშშ) | 226 | +17 |
| 20 | Ford (აშშ) | 228 | +20 |
| 21 | GMC (აშშ) | 229 | +48 |
| 22 | Acura (იაპონია) | 233 | -16 |
| 22 | Infiniti (იაპონია) | 233 | +25 |
| 24 | Mercedes-Benz (გერმანია) | 235 | -8 |
| 25 | Audi (გერმანია) | 244 | -29 |
| 26 | Jeep (აშშ) | 267 | -8 |
| 27 | Land Rover (გაერთიანებული სამეფო) | 274 | +4 |
| 28 | Volvo (შვედეთი) | 296 | +54 |
| 29 | Volkswagen (გერმანია) | 301 | +16 |
ინდუსტრიის საშუალო: 204 PP100










