კაილი ჯენერი, ალექსანდრე ჯაფარიძე, ისაბელ დოს სანტოსი და 58 სხვა, რომელთაც 2021 წელს მილიარდერის სტატუსი დაკარგეს

კაილი ჯენერი, ალექსანდრე ჯაფარიძე, ისაბელ დოს სანტოსი და 58 სხვა, რომელთაც 2021 წელს მილიარდერის სტატუსი დაკარგეს

2020 მსოფლიო ფინანსური სექტორისთვისაც გამორჩეული წელი გამოდგა. 2011 წლის შემდეგ, წელს, მილიარდერთა შემცირების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა – 2095 მილიარდერიდან სტატუსი 61-მა  დაკარგა.

სტატუსდაკარგული მილიარდერებიდან ყველაზე ცნობილი კაილი ჯენერი გახლავთ, რომელიც 2019 წელს, 23 წლის ასაკში, Forbes-მა „ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერად“ დაასახელა. მისი პირადი ქონება კომპანია Kylie Cosmetics-ია, რომლის 51% ჯენერმა 2019 წელს 1,2 მილიარდ დოლარად გაყიდა და მას შემდეგ მიიღო კიდეც მილიარდერის სტატუსი. უკანასკნელ მონაცემებზე დაყრდნობით კი კაილი ჯენერის ქონება „სულ რაღაც“ 700 მილიონ დოლარს შეადგენს.

ამ სიაში აღმოჩნდა რუსეთში მოღვაწე ნავთობის მაგნატი, ალექსანდრე ჯაფარიძე. 2011 წელს მისი ქონება 2,1 მილიარდ დოლარად შეფასდა. ის არის რუსეთის უმსხვილესი დამოუკიდებელი ნავთობმომპოვებელი კომპანია PetroAlliance Services Company Limitedd-ის დამფუძნებელი და ყოფილი მმართველი, ამჟამად კი Eurasia Drilling Company Limited- ის აქციონერი და გენერალური დირექტორი.

ისაბელ დოს სანტოსი, რომელიც 2013 წელს, 3,5 მილიარდი დოლარის ღირებულების ქონებით აფრიკის კონტინენტის უმდიდრესი ქალი იყო, 2021 წელს მილიარდერის სტატუსის გარეშე დარჩა. ის ანგოლის ყოფილი პრეზიდენტის ქალიშვილია და ამ პრივილეგიით რამდენიმე მილიარდის ოდენობის ქონება დააგროვა იმ კომპანიებიდან, რომლებიც სხვადასხვა ინდუსტრიიდან ამარაგებდნენ ქვეყანას, როგორიცაა, მაგალითად, ნავთობისა და ძვირფასი ნედლეულის საწარმოები.

ანგოლის ახალი პრეზიდენტის ინიციატივითა და გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმის ჩართულობით გამოქვეყნდა დოკუმენტაცია, რომლის მიხედვითაც, ისაბელ დოს სანტოსის ქონების უმეტესი ნაწილი კორუფციული გზითაა მოპოვებული. სწორედ ამიტომ, ანგოლაში, პორტუგალიასა და ნიდერლანდებში მისი აქტივების უმეტესი ნაწილი სასამართლოს გადაწყვეტილებით გაიყინა.

2021 წელს, დასავლეთ ვირჯინიის შტატის გუბერნატორ ჯიმ ჯასთისის ქონებაც ჩამოსცდა მილიარდი დოლარის ნიშნულს. მისი ქონება, რომელიც მან ქვანახშირის წარმოებით დააგროვა, 2018 წელს 1,7 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული. ახლა კი, Forbes-ის შეფასებით, ჯიმ ჯასთისის ქონება 440 მილიონი დოლარია.

61 უმდიდრესი ადამიანი, რომლებმაც 2021 წელს მილიარდერის სტატუსი დაკარგეს: 

სახელი, გვარიქვეყანაშემოსავლის წყაროქონება 2020 წლის მონაცემებით
გალენ ვესთონიკანადასაცალო ვაჭრობა7 $ მილიარდი
პან სუთონგიჰონგ კონგიუძრავი ქონება4.1$ მილიარდი
აიავატ სრივადჰანაპრაბატაილანდიduty-free3.7$ მილიარდი
ურსულა ბეჰტოლშაიმერ-კიპიგერმანიასაცალო ვაჭრობა3.5$ მილიარდი
 

გიუნტერ ლემანი

გერმანიაფარმაცია3.2$ მილიარდი
მიკრი ჟანიჩინეთიკრიპტოვალუტა3.2$ მილიარდი
ჩარლს ჟენგიაო ლუჩინეთიმანქანის გაქირავება2.3$ მილიარდი
პან ვეიმინგიჩინეთიუძრავი ქონება2.2$ მილიარდი
ბრაიან შეთიაშშინვესტიციები2.2$ მილიარდი
სუათ გუნსელიკვიპროსიუძრავი ქონება1.9$ მილიარდი
ჯიჰან ვუჩინეთიკრიპტოვალუტა, მაინინგი1.8$ მილიარდი
სუნილ ვასვანიგაერთიანებული სამეფოსხვადასხვა1.6$ მილიარდი
ჟანგ ლიაოუანიჩინეთიკვება1.5$ მილიარდი
რობერტ კოიუტო უმცროსიფილიპინებიენერგეტიკა1.4$ მილიარდი
იზაბელ დოს სანტოსიანგოლაინვესტიციები1.4$ მილიარდი
კეიტი ფილდსიაშშკანის მოვლა1.4$ მილიარდი
ფუ კვანიჩინეთიუძრავი ქონება1.4$ მილიარდი
ტოშიო მოტოიაიაპონიასასტუმროები1.4$ მილიარდი
ქეითი როდანიაშშკანის მოვლა1.4$ მილიარდი
კრის უანსრათიაშშსოფთვეარი1.4$ მილიარდი
კუთაიბა ალგანიმიქუვეითისხვადასხვა1.3$ მილიარდი
ლიმ ონ კუინისინგაპურინავთობის თრეიდინგი1.3$ მილიარდი
მა ფეიჩინეთიელექტრონიკა1.3$ მილიარდი
ქრეიგ ნიუმარკიაშშCraigslist1.3$ მილიარდი
ალექსანდერ როვთიაშშუძრავი ქონება1.3$ მილიარდი
შამშირ ვაიალიინდოეთიჯანდაცვა1.3$ მილიარდი
მაიკ ბინგლიაშშკერძო კაპიტალი1.2$ მილიარდი
ჯეიკობ ბურდაგერმანიაგამომცემლობა1.2$ მილიარდი
პოლიანა ჩუჰონგ კონგისაფინანსო სერვისები1.2$ მილიარდი
ალექსანდრე ჯაფარიძერუსეთინავთობი1.2$ მილიარდი
ელიზაბეტ ვურთვანგლერიგერმანიაგამომცემლობა1.2$ მილიარდი
ჯიმ ჯასთისი IIაშშქვანახშირი1.2$ მილიარდი
ტომ პრესტონ-ვერნერიაშშსოფთვეარი1.2$ მილიარდი
ზენგ სიაოშანიჩინეთიალუმინი1.2$ მილიარდი
ალდო ბენსადონიკანადაფეხსაცმელი1.1$ მილიარდი
საო ჟიშენგიჩინეთიმეფრინველეობა1.1$ მილიარდი
სუი გენლიანგიჩინეთიელექტრონიკა1.1$ მილიარდი
კოჰ ვი მენგისინგაპურიუძრავი ქონება1.1$ მილიარდი
იური კონსიუკიუკრაინააგრობიზნესი1.1$ მილიარდი
ლუ ჟონგფუჩინეთიუძრავი ქონება1.1$ მილიარდი
ვუ სიუსენტ-კიტსი და ნევისიუძრავი ქონება1.1$ მილიარდი
ი რუბოჩინეთიუძრავი ქონება1.1$ მილიარდი
ჟენგ იუვენიჩინეთიინვესტიციები1.1$ მილიარდი
ლინდენ ბლუაშშთავდაცვა1$ მილიარდი
დუ შაჩინეთიჰიპერმარკეტები1$ მილიარდი
დეივიდ ჰოლიაშშსაავტომობილო ტექნოლოგია1$ მილიარდი
კაილი ჯენერიაშშკოსმეტიკა1$ მილიარდი
დეივიდ კაბილერიაშშინვესტიციები1$ მილიარდი
თომას ლაუჰონგ კონგისავაჭრო ცენტრები1$ მილიარდი
ლი სანგ-ჰიუკისამხ.კორეაინვესტიციები1$ მილიარდი
ლი სიანიუჩინეთიფარმაცია1$ მილიარდი
ჯონ ლიუაშშინვესტიციები1$ მილიარდი
ლოველ მილქენიაშშინვესტიციები1$ მილიარდი
პარკ ჰიონ-ჯოსამხ.კორეასაერთო ფონდები1$ მილიარდი
ჯულიო მარიო სანტო დომინგო IIIაშშლუდის წარმოება1$ მილიარდი
ტანგ იანიჩინეთისოციალური მედია1$ მილიარდი
კრის ვალინიავსტრალიამაინინგი1$ მილიარდი
ვანგ მიაოთონგიჩინეთიავტონაწილები1$ მილიარდი
ვონგ შიუ იანგიჩინეთიუძრავი ქონება1$ მილიარდი
სიუ ქიმინგიჩინეთიხელოვნება, კვება1$ მილიარდი
ჟოუ იონგლიჩინეთიკონგლომერატი1$ მილიარდი

2021 წელს, 61 მილიარდერის გარდა, 23-მა ადამიანმა პრესტიჟული სტატუსი გარდაცვალების გამო დაკარგა. მათგან უმდიდრესი იყო შელდონ ადელსონი, რომელიც 2021 წლის 11 იანვარს, 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. 2021 წლის თებერვლის მონაცემებით, მისი ქონება 26,8 მილიარდ დოლარს შეადგენდა. ასევე, ლი კუნ-ჰი (20,9 $ მლრდ) – “სამსუნგის” მმართველი რგოლიდან და ჯოზეფ საფრა (22.8 $ მლრდ) – მსოფლიოს უმდიდრესი ბანკირი და ბრაზილიის ყველაზე მდიდარი ადამიანი.

საბოლოო მონაცემებით, 2021 წელს მსოფლიოში 2755 მილიარდერია. მათგან უმდიდრესი ამ მომენტისთვის კომპანია Amazon-ის დამფუძნებელი, ჯეფ ბეზოსია. მისი ქონება 198.8 მილიარდ დოლარს შეადგენს.