კანიე უესტის სპორტული ფეხსაცმელი აუქციონზე $1.8 მილიონად გაიყიდა

კანიე უესტის სპორტული ფეხსაცმელი აუქციონზე $1.8 მილიონად გაიყიდა

ამერიკელი რეპერის, კანიე უესტის, ფეხსაცმელი სოტბის აუქციონზე $1.8 მილიონად გაიყიდა, რაც სპორტულ ფეხსაცმელში გადახდილი თანხის რეკორდული მაჩვენებელია.

უესტს Nike Air Yeezy, რომლის დიზაინიც თავად ეკუთვნის, 2008 წელს „გრემის“ დაჯილდოებაზე ეცვა. ახლა მისი მფლობელი ინტერნეტპლატფორმა RARES გახდა. RARES მომხმარებლებს ფეხსაცმელში თანხის დაბანდების საშუალებას აძლევს და მათ, როგორც წესი, უიშვიათეს მოდელებს სთავაზობს.

ამ დრომდე ყველაზე დიდი თანხა, რაც სპორტულ ფეხსაცმელში დახარჯულა, 2020 წლის მაისში 1985 წლის ხაზის Air Jordan 1’s-ისთვის გადახდილი $560 000 იყო, რომელიც წარსულში კალათბურთელ მაიკლ ჯორდანს ეკუთვნოდა.

ცნობისთვის, კანიე უესტმა Nike-თან თანამშრომლობა 2013 წელს დაასრულა და მოგვიანებით Adidas-თან წამოიწყო. ამ უკანასკნელ ბრენდს, Forbes-ის მიხედვით, Yeezy-ის ხაზმა მხოლოდ 2020 წელს $1.7 მილიარდის გაყიდვები მოუტანა.

სოტბის აუქციონის წარმომადგენლის თქმით, „ფეხსაცმელში გდახდილი თანხა ხაზს უსვამს კანიე უესტის, როგორც ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი დიზაინერის, მნიშვნელობას“.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *